ედიტ პიაფი

  უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან წერო ისეთ ადამიანზე როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ, მართლაც ძალიან რთულია. მისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე ფარდებს მიღმა რჩება, თუმცა შევეცდები მის შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მოგითხროთ. ედიტ

Continue Reading...

Irving Penn

ირვინგ პენი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი და ნაყოფიერი ფოტოგრაფია, რომელიც 1917 წელს დაიბადა ნიუ-ჯერსიში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული სტილი - ელეგანტური და მინიმალისტური.

Continue Reading...

Total Pageviews

Powered by Blogger.

Friday, December 28, 2012

ედიტ პიაფი

  უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან წერო ისეთ ადამიანზე როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ, მართლაც ძალიან რთულია. მისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე ფარდებს მიღმა რჩება, თუმცა შევეცდები მის შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მოგითხროთ. ედიტ პიაფი იგივე ედიტ ჯოვანა გასიონი 1915 წელს დაიბადა ულამაზეს ქალაქ პარიზში. მას  საკმაოდ რთული ბავშვობა და ზოგადად ცხოვრება ჰქონდა.მიუხედავად იმისა, რომ ედიტი ბრმა დაიბადა და მთელი 6 წელიწადი უსინათლოდ გაატარა, ცხოვრებამ მას მაინც უდიდესი საჩუქარი უბოძა და უნიკალური ხმითა და ნიჭით დააჯილდოვა. მის სიმღერებს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის სულს ჩაწვდეს. აბსოლუტურად ვეთანხმები პარიზელ ხალხს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ედიტს შეეძლო ემღერა ტექსტი ტელეფონების წიგნიდან, მაგრამ ეს მთელი გრძნობით გაეკეთებინა. ისე, რომ სიმღერა შესანიშნავი გამოსულიყო. 
    ედიტი თავიდან თავს ქუჩის მუსიკოსობით ირჩენდა სანამ ერთ-ერთი მისი გამოსვლისას უცნობი ადამიანი სახელად ლუი ლეპლე არ მიუახლოვდა და მკაცრად მიუგო, რომ სულელი იყო და თუკი ასე გააგრძელებდა ხმას დაკარგავდა, რაც მთელი კაცობრიობის წინაშე დანაშაული იქნებოდა.  ლუი ლეპლე იმ პერიოდში ცნობილი კაბარეს "ჟერნისის" მეპატრონე გახლდათ და  ედიტს შესათავაზა მასთან ემღერა. მანვე უმრავი გამოსადეგი რამ ასწავლა გამოუცდელ მომღერალს. ამ ადამიანმა ედიტის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია, რადგან სწორედ მისი და შემდგომ რეიმონ ასოს წყალობით შეძლო ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსმა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო. წარმატებასთან ერტად ლეპლემ, ედიტი მეტსახელით "პიაფითაც" დააჯილდოვა, რაც ფრანგულად ბეღურას ნიშნავს.
    ედიტისათვის სიმღერა ყველაფერი გახლდათ. ამბობდა, რომ სიმღერა მისთვის გაქცევა იყო. როცა მღეროდა თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებდა, რომელიც მისთვის სხვა განზომილება იყო. ალბათ ჩვეულებრივი ადამიანისათვის რთული წარმოსადგენია თუ რა უნდა ენატრა ისეთ პოპულარულ ქალს როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ. დიახ მას არ აკლდა არც ფული, არც საყვარლები, არც გართობა და არც პოპულარობა, თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ყოველთვის სევდიანად ასრულებდა თავის რეპერტუარს, რომელშიც უამრავი სევდა და გულის ტკვილი იგრძნობა. გარკვეულ წილად ის ხშირად თავის ძველ ცხოვრებას მინატროდა და წერდა "მე ვიყავი მშიერი, მე მციოდა, მე ქუჩაში ვცხოვრობდი, მაგრამ ამასთან მე ვიყავი თავისუფალი. თავისუფალი ვალდებულებებისგან, დილით ადრე გაღვიძებისგან. შემეძლო მთელი ღამე არ დამეძინა, შემეძლო დავმთვრალიყავი თუ მომინდებოდა ან მეოცნება.... ან იმედი მქონოდა." ეს ყველაფერი კი გასაკვირი არ არის, რომ  ცხოვრებისეული ტრაგედიებით იყო გამოწვეული.

Saturday, December 22, 2012

Irving Penn


ირვინგ პენი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი და ნაყოფიერი ფოტოგრაფია, რომელიც 1917 წელს დაიბადა ნიუ-ჯერსიში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული სტილი - ელეგანტური და მინიმალისტური.