2 ივნისი "ბინექსთის" მეორე და უმთავრესი დღე, რომელსაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. დღე, როდესაც ქართველი, დამწყები დიზაინერების ჩვენებები და გამარჯვებული უნდა გვეხილა. საღამოს 7 საათზე ყველანი ერთ დარბაზთან შევიკრიბეთ მალევე ადგილები დავიკავეთ და შოუც დაიწყო, რომელიც თიკო სადუნიშვილს მიყავდა. პირველი ანა მოვსესიანის ჩვენება იყო. მან საკმაოდ საინტერესო და ლამაზი კოლექცია წარმოგვიდგინა.
2 of June was the second and the main day of BeNext contest which we were waiting for so long. It was the day when we finally could see the show of begginer diesigners and know the decision of Judges. At 7 o'clock we were all gethered at the entrance of the show place. soon we took our places and the show was begun. The first participant was Anna Movsesiani. her collection was very interesting, ellegant and beautiful.
ამის შემდეგ გვაჩვენეს მონაწილეების პრომოები, რომლებმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მოდელები თავიანთ როლს პროფესიონალურად ასრულებდნენ და ყველანაირ ემოციასა თუ გრძნობას ზედმიწევნით გამოხატავდნენ, თუმცა ეს ალბათ არამხოლოდ მოდელების არამედ ფოტოგრაფის დამსახურებაცაა. სამწუხაროდ ყველას გადაღება ვერ მოვახერხე ამიტომაც მხოლოდ ერთს გთავაზობთ.
After that, Promo Videos of participants were shown and I liked them a lot because models were wonderful and they were expresing exact emotions and fillings but of course not only models but the photographer had done a great service for those videos. Unfortunately I Couldn't manage to take photos to all of them but here's one of them.
პრომოების დასრულების შემდეგ კი ჯერი კონკურსის სხვა მონაწილეებზე მიდგა და მათაც თავიანთი კოლექციები წარმოგვიდგინეს.
პირველი ადგილი ნიკოლას გრეგორიანს ერგო, რომელიც ინგლისში გაემგზავრება სტაჟირებაზე მას პრიზი დაიანე პერნემ გადასცა.
After finishing the promo videos It was time toparticipants to show their collections.
The First place took Nicholas Gregoriani who will be sent in England. The prize was given to him By famous blogger Diane Pernet.
ამის შემდეგ დადგა დრო შემდეგი პრიზის წარდგენის. ეს იყო ერთთვიანი სწავლების კურსი აკადემია "იტალიანაში", რომელიც ლაშა დევდარიანს ხვდა წილად.
The second prize studying course for one month in Italian Academy was for Lasha Devdariani.
შემდეგი გამარჯვებულები ლიკა ქებურია და თამუნა არეშიძე აღმოჩნდნენ. თამარის კოლექციაში დასამახსოვრებელი იყო ხის, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები და კაბები. ერთადერთი რაც მის ნამუშევრებში არ მომეწონა ეს მოციმციმე ნათურები იყო. ის და ლიკა ქებურია გაემგზავრებიან "რუსკი სილუეტში" ამას გარდა თამუნა არეშიძეს ერგო ერთ თვიანი კურსი მარანგონში.
Next winners were lika Keburia and tamuna Areshidze. Wooden High-heels and dresses were very memorable from Tamuna's collection. Only thing I didn't like were the shining lamps. Tamuna and lika will be on "Russian silhouette". also Tamuna areshidze will Take a course in Marangon for one month.
გიორგი ქებურია |
კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელსაც პრიზად Carnet De Mode Paris-ის პრომოუშენი და ტანსაცმლის გაყიდვა ხვდა წილად გახლდათ გიორგი ქებურია. ძალიან საინტერესო იყო შოუ, რომელიც მან შემოგვთავაზა. მისი ჩვენების თემა იყო "ჩიტის ბუდე". თავიდან მოდელები თითქოს წრის ფორმაზე დაფრინავდნენ შემდეგ კი გზას განაგრძობდნენ. რაც შეეხება მის კოლექციას უნდა ვაღიარო, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გიორგისგან უფრო მეტს ველოდი. ეს არ იყო მაქსიმუმი რაც მას შეეძლო.
One more participant who won the promoution In Carnet De Mode Paris was Giorgi Keburia. The performance was interesting. The plot of his show was "Bird Nest" and the models on the catwalk at first were like flying in a circle. But about collection I expected more from Giorgi because I know his abilitys. This wasn't the maximum that he could have done.
One more participant who won the promoution In Carnet De Mode Paris was Giorgi Keburia. The performance was interesting. The plot of his show was "Bird Nest" and the models on the catwalk at first were like flying in a circle. But about collection I expected more from Giorgi because I know his abilitys. This wasn't the maximum that he could have done.
კონკურსიც დასრულდა და დადგა ჯერი საზოგადოების წინაშე შარშანდელი "ბინექსთის" გამარჯვებული ლიკა ყუბანეიშვილი წარმდგარიყო . მის შოუს წინ უძღვოდა ვიდეო, რომელიც საბჭოთა კავშირს ეხებოდა და მასში ასახული იყო თუ როგორ მოახდინა კოკაკოლამ "რევოლუცია" სსსრ-ში .
მაისურებიც კოკაკოლის პრინტებით იყო გაფორმებული. მართალია შოუ ( ძირითადად ვიდეოს წყალობით) კარგი გამოვიდა და არც კოლექცია იყო ცუდი, თუმცა ძალიან საინტერესოა თუ რატომ აირჩია ახალგაზრდა დიზაინერმა Georgian Palace Hotel-ში ასეთი რეკლამა გაეწია კოკაკოლასთვის.
კონკურსის ბოლოს სტუმრებმა ზღვის სანაპიროზე გადავინაცვლეთ და დათუნა სულიკაშვილის შოუზე დასასწრებად მოვემზადეთ. ალბათ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა იქ მყოფი ხალხის უტაქტობა. ჯერ იყო და სპეციალური სტუმრებისათვის გამზადებული მაგიდები რიგითმა მაყურებლებმა დაიკავეს და არც კი მიაქციეს ყურადღება ზედ დიდი ასოებით დაწერილ აბრას RESERVED/ანუ დაკავებულია. იქიდან გამომდაინარე, რომ ამ ადგილებზე ერთ სკამზე 5 ადამიანი ჩამოჯდა დანარჩენები კი გვერძე მიუდგნენ ფაქტიურად შეუძლებელი იყო შოუსთვის თვალყური გედევნებინა, ამას დაემატა ისიც, რომ პროჟექტორები არასწორედ იყო დამონტაჟებული და პოდიუმის დანახვა მხოლოდ ერთი, შუა წერტილიდან იყო შესაძლებელი, თუმცა ცდა იმ ადგილას მიგეღწია თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მალე სტუმრებს თეთრი გასაბერი პარაშუტები დაურიგეს. ხალხმაც უარი არ თქვა "უფასო" გასართობზე და ჰაერში ცეცხლოვანი პარაშუტები გაუშვეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩამოღვენთილი სანთლები ძალიან მტკივნეულად უბრუნდებოდა მათ სხეულებს და გაუმართავმა პარაშუტებმა კინაღამ ტექნიკა და მთლიანი სცენა შეიწირა. სანახაობა მართლაც ლამაზი იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა იმდენად მიიქცია მაყურებელთა ყურადღება, რომ ჩვენებისაკენ აღარავინ იხედებოდა. კამერებიც კი მხოლოდ გულის ფორმის პარაშეუტებს იღებდნენ. იმედი მაქვს სულიკაშვილის ჩვენების სურათები მალე დაიდება, რომ იქ მყოფმა სტუმრებმა აქ მაინც ვნახოთ თუ რა შემოგვთავაზა დიზაინერმა.
at the end of the contest we moved at the seaside to see Datuna Sulikashvili's performance. I think It could have been great unless tactlessness of some part of society. At first they took the places which were reserved for special guests. at least 5 person sat on one chair and the others were standing next to them so practically it was unable to watch the performance. Also lightning was so terrible that the only place you could see the catwalk was the central part but trying to reach there was practically useless. Unfortunately This wasn't enough. Then our attention was payed with the flying ballons which almost burned everything around us. Finally no one was watching at the show. I hope photos of Datuna Sulikashvili's show will be available soon too see what his collection and perfomance was look like.