ამასთან დაკავშირებით პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემას უკვე უამრავი გამოხმაურება და პოსტი მოჰყვა უინტერესო და "ბანალური" გამოვიდოდა, თუმცა ეს ერთმა პატარა შემთხვევამ გადამაფიქრებინა, როდესაც სოციალურ ქსელ - ფეისბუქში საინტერესო პოლემიკას წავაწყდი, რომლის კითხვისას მიხეილ სააკაშვილის ცნობილი გამონათქვამი "ჩარეცხილები" გამახსენდა. გთავაზობთ სქრინშოთებსაც. მათ გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.
იუნა შაპატავამ, რომელიც ჩემ დიდ სიმპატიას იმსახურებდა თავისი ლიბერალური განცხადებების გამო, ძალიან გამაოცა. ნამდვილად არ ველოდი, რომ ქალი, რომელიც მთელი ერის წინაშე თამამად დააფიქსირებდა აზრს, (გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსი) სექს მუშაკთა უფლებებს დაიცავდა და ლიბერალის იმიჯს შეიქმნიდა, მსგავს ჰომოფობიურ კომენტარებს გააკეთებდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს, ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი. უპირველეს ყოვლისა,ქალბატონო იუნა, კარგი იქნება თუ თქვენ ცხვირს იქითაც გაიხედებით და იმ პრობლემებზეც გექნებათ საღი აზრი რაც ალბათ თქვენ არ გაწუხებთ ხოლო სანამ საზოგადოებას თქვენს მრავალფეროვან და უვიც მოსაზრებებს გააცნობთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მანამ სულ ოდნავ მაინც გაერკვიოთ ამ თემის არსში. მინდა გითხრათ, რომ იყო გეი ან ლესბოსელი არ ნიშნავს თავს თვლიდე ან გინდოდეს ქალობა ან პირიქით კაცობა. გენდერსა და ორიენტაციას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ვფირქობ, სხვა რომ არაფერი უბრალოდ სირცხვილია, როცა თქვენი ტიპაჟის ადამიანს არ შეუძლია ეს ორი რამ განასხვავოს ერთმანეთისგან. არც ის არის მართალი, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები ძალიან ნიჭიერები არიან, რადგან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან როგორიც ყველა სხვა. მათშიც არის კარგი და ცუდი, ნიჭიერი და უნიჭო, სექს მუშაკები და "პატიოსანი", ლამაზი და უშნო. რაც შეეხება გარყვნილებას ეს არ არის დამოკიდებული არც ორინტაციაზე და არც გენდერზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდზეა დამოკიდებული, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ბრძანდებით - "ფსევდოლიბერალები" მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ღელავენ, მაგრამ ვინ იცის იქნებ ეს უბრალოდ იაფფასიანი ნიღაბია. ერთი კი აშკარაა, თქვენ ნამდვილად არ ხართ ის ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს მორალზე ისაუბროს. თქვენ თავგამოდებით იცავდით ადამიანებს, რომელთაც პრობლემებს საზოგადოება და ხელისუფლება უქმნის თუმცა აი გავიდა ხანი და თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ ვინც ამას აკეთებდა. " mainteresebs VAXTANG GORGASALI am pidarastebis paradze ras itkoda??? " აი დღევანდელი საზოგადოების კიდევ ერთი პრობლემა. დროა წინ ვიხედოთ და არა უკან. საქართველოს ნამდვილად აღარ აქვს დრო იფიქროს იმაზე თუ
როდის მისი, რომელი წინაპარი როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ვახტანგ გორგასალი v საუკუნეში მოღვაწეობა ახლა კი XXI საუკუნეა. არასოდეს გცმიათ მოკლე კაბა? დეკოლტე? ეწევით თამბაქოს? ჯდებით მამაკაცთან ერთად სუფრაზე? დარწმუნებული ვარ პასუხი დადებითია. ,
იცით ასეთ ქალებს მე-5 საუკუნეში რას მიაწერდნენ? იცით, ასეთ ქალს რას უზამდნენ?
ჩემი აზრით, ადამიანი დროის დინებას უნდა მიჰყვეს, რადგან მის საწინააღმდეგოდ ცურვას სიკეთე არავისთვის მოუტანია.
რაც შეეხება ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას ვთვლი, რომ ყველა ქვეყანაში უნდა მიეცეთ მათ ამის უფლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამის შემდეგ საზოგადოებაში მსგავსი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში გაქრება. ის წყვილები კი რომელთაც ამის სურვილი აქვთ, თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნობენ. ისინი შეძლებენ ქორწინების გზითაც დაუმტკიცონ ერთმანეთს ერთგულება. ამას გარდა, იურიდიული ქორწინება აუცილებელია თანაცხოვრებისათვის, ბავშვის აყვანისთვის, ქონების გაყოფისათვის, გადასახადების გადახდისათვის, საავადმყოფოში, ციხეში პარტნიორის მონახულებისათვის და ალბათ კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს ამ კავშირის ლეგალიზებისთვის.
დიახ! მათ აქვთ უფლება იყვნენ ბედნიერები, ჰქონდეთ სრულფასოვანი, მოსიყვარულე ოჯახი, ჰყავდეთ შვილები. " mgoni iznachal'no bavshvis akvanis ufleba ar unda hkondet....nelzya ..bavshvic araswori orientaciis gaizrdeba " -
თქვენთვისვე იქნება უკეთესი თუ შავ დაბურულ სათვალეებს გვერძე მოისვრით და თანამედროვე სიახლეებსაც მიადევნებთ თვალს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც თქვნამდეც აქვთ ამ თემაზე ნაფიქრი. ჩატარდა უამრავი გამოვკლევა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ბავშვი, რომელიც იზრდება ჰომოსექსუალთა ოჯახში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვისაგან.
საბოლოო ჯამში კი დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ ერთ რამეში დავრწმუნდი - საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანი, ცხოვრების ბოლომდე ვერ აღწევს მის მარწუხებს თავს და კვლავაც მისი იდეოლოგიის მსხვერპლად რჩება, მაგრამ ეს ყველაფერი განა იმიტომ ხდება, რომ სხვა გზა არ აქვთ, არამედ იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ სურთ ფართოდ გაახილონ თვალი. ევოლუცია! აი რა ჭირდება საქართველოს.
არ მესმის რატომ გახდა ასეთი პოპულარული ამ "არაჰომოფობი" ახალგაზრდას ღია წერილი....თემა დიდია და ნამდვილად არ არის underage ასაკის განსახილველი. არ ვარ ჰომოფობი, პირიქით, კდიევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ რომ ბევრი ჰომოსექსუალი მ ე გ ო ბ ა რ ი მყავს და კდიევ ერთხელ ღიად ვიძახი- მე თვითონ ბი-სექსუალი ვარ. მაგრამ: ვარ წინააღმდეგი ამ კაცის კაცთან და ქალის ქალთან ქორწინების ვინაიდან მიმაჩნია, რომ წარმოშობა ამ კავშირების და შედეგები კაცობრიობისთვის დამანგრეველია. და მიკვირს, ჩემო საყვარელო საქართველოვ, რომ ასე მწვავედ დადგა ჩვენთან ეს საკითხი. უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობის განხილვა, ადამიანების დარღვეული უფლებების დაცვა და მწვავე ეკონომიკური კრიზისისთვის თავის დაღწევა. წარმატებებს გისურვებთ ჰომოფობიასთან მებრძოლებს თქვენი მიზნების მიღწევაში მაგრამ დავძენ,რომ არ მსურს ნამდვილად, რომ პოზიტიური პასუხები დაგიგროვდეთ.
ReplyDeleteჩემგან პირადად მიიღებთ - "არა" ჰომოსექსუალურ ქორწინებებს.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
პატივისცემით,
იუნა შაფათავა
ახლა მისმინეთ:
ReplyDeleteმსოფლიო- შექმნილია კანონზომიერებით...ეს არის კანონზომიერება..და დედამიწაზე კანონზომიერი მხოლოდ იყო არის და იქნება ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის. კაცობრიობის გაგრძელების აზრია ამაში ჩადებული, დიდი აზრი, უდიდესი აზრი!!!!!!!!!! ნუ მიდიხართ ბუნების წინააღმდეგ- ბუნება უზარმაზარი, სტიქიური ძალაა! და ამას ეგრეთ წოდებული ღმერთი განაგებს- თუ ღმერთი თქვენთვის არ არსებობს, ასე გიხსნით ! მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი ლოგიკური სტიქიაა ! და ეს ანომალიების მხარდაჭერა არის სტიქიის წინააღმდეგ წასვლა ანუ როგორც მსოლფიო რელიგიების ენაზე იტყოდნენ- სიკეთის და ბოროტების ბრძოლა! ნუ ეჩრებით ამაში! ისწავლეთ რომ გაერკვიოთ, უსმინეთ ბუნებას, გიყვარდეთ ის და ერთმანეთი და მიხდებით რა აზრია ამ ყველაფერში -ძალიან გთხოვთ!
თუ მე ამ აზრით, მსოფლიოს სიყვარულსი, ვარ ჰომოფობი- დაე ვიყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ამინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
admin miyvarxar <3
ReplyDeleteპირველ რიგში მადლობა მმინდა გადავუხადო ერთ ჩემს მეგობარს რომელმაც მომცა საშუალება ეს სტატია წამეკითხა. ვკითხულობდი და ვფიქრობდი რომ ქალბატონი უანა და ბატონები, რომლებიც "ფეისბუქის" საშუალებით აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს და ფერად-ფერადი უაზრო აზრების კორიანტელს აყენებედნენ. უბრალოდ ქვის ხანას ოდნავ გაცდენილები არიან (შეურაცყოფას არავის ვაყენებ). ყველაფერი პოლიტიკაში აიზილა. არსებულ ხელისუფლებას რომ ვერანაირი ნაკლი მოუძებნეს აბსურდების გადმოფრქვევას მოყვნენ (ეს გამწარებული ადამიანის ხვედრია მესმის).მაგრამ სასაცილოა ფრაზა " რას იტყოდა დავით აღმაშენებილი ამ ყველაფერზე?!"- მე მაქვს კითხვა რა თქვა თამარ მეფემ? რა თვქეს თბილისელლებმა როცა კინტოებით თბილისი სავსე იყო? როცა აბანო ყველაზე კარგ გასართობათ ითვლებოდა? არაფერი!!! სისულელეებს ნუ მოყვებით გაიაზრეთ სანამ რამეს დაწერთ.რა არ მოგეწონათ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაში?! ის რომ ის სულით და ხორცით ლიბერალია და არა როლით?!რატომ იქნება ცუდი თუ ეს ჩვენს ქვეყანაშიც იქნება?! იმიტომ რომ თავისუფლება ცუდია?! არაა ჩვენ გვინდა თავისუფლება და ყველა გადაწყვეტილებას რომელიც გამომდინარეა ადამიანური თვისუფლების პრინციპებიდან ყოველთვის მივესალმებით და არ დაგვაინტერესებს თუ ზოგიერთ ქვის ხანის გადმონაშთს ეს არ მოეწონება არავის ბრალია რომ ზოგიერთები ამებაზე ოდნავ ჭკვიანები არიან.არ შეიძლება ადამიანს რაღაცის გამო ცხოველზე ნაკლები უფლებები ქონდეს და აკრძალვები ვისთან და როგორ იცხოვროს ქორწინებაში თუ არა...ამას თქვენ ვერ გადაწყვეტთ!!!
ReplyDeleteყველაზე სისულელა რაც კი ოდესმე მომისმენია გეები ნიჭიერები არიან გეები გარყვნილებია არიან არანაირი სხვაობაა არა გეის და გენდერს შორის....ნუ კარგით რა!თუ რაღაც არ გესმით და არ იცით სირცხვილი არ არის ამის აღიარება, თუმცა სისულელების წერა და ამით თავის მოწონება უკვე ამაზრზენია.რას რას აღარ აბრალებენ...გეები არსებობდნენ საუკუნეების წინათაც და იარსებებენ კიდე ბევრი საუკუნე და ეხლა გეებს ნუ დააბრალებთ აპოკალიფსს ეს აბსურდია და ყველაზე დიდი სისულელე და არავის აინტერესებს რელიგიური დოგმები ყველამ მისთვის შეინახოს...მთავარია თასვისუფლება, თავისუფლება და კიდევ ერთხელ თავისუფლება და თუ ოდესმე გეების ქორწინებას დაუშვებენ საქართველოში მე ვფიქრობ რომ ეს იქნება საუკეთესო...ნუ დაიწყეთ ადამიანების კლასიფიკაცია არსებობს მხოლოდ ერთი მცნება ადამიანი...არა გეი არა ლესბო არა ტრანსი არა ბი უბრალოდ ადამიანი ეს უნდა გაითავისოთ
ReplyDeletera bednierebaa rom Zura tkven imashi tu ras gadawyvets buneba- monawileobas ar gebulobt! )
ReplyDelete