ოშო

/
0 Comments
  ოშო,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი და თავისი პერიოდის "სულიერი მამა იყო", რომელმაც უზადო სიბრძნითა და მჭერმეტყველბით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი და უდიდესი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის, მეტაფიზიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. მას ხშირად იხსენიებდნენ, როგორც "ადამიანი-სკანდალი". ოშო ანუ ჩანდრა მონახ რაჯნიში, პროფესიით ფილოსოფიის პროფესორი იყო, ბევრს მოგზაურობდა ინდოეთის ტერიტორიებზე და ათეიზმსა და მაჰათმა განდის შესახებ კითხულობდა ლექციებს. ის საოცარი კაცი გახლდათ მისი სწავლებები მხოლოდ სიტყვები კი არ იყო, არამედ ის თავად წარმოადგენდა თავისი მოწაფეებისათვის მაგალითს, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ცხოვრების, რომლის 

განმავლობაშიც ის მხოლოდ სიყვარულს თესავდა და ალბათ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მისი არსებობის შესახებ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეიტყო. ოშო ცხოვრების უმაღლეს ფასეულობებად: სიყვარულს, მედიტირებას, შეგნებულობას, მხიარულებას, შემოქმედებითობასა და უქმად ყოფნის უნარს თვლიდა. მას სწამდა, რომ ყველა ადამიანი გასხივოსნებულია, თუმცა იმისდა გამო, რომ ისინი შინაგანად ძლიერ არიან დაბნეულები, ამის აღქმა უჭირთ. ცნობილი ამერიკელი მწერალი ტომ რობინსი ამბობდა, რომ ის ქრისტეს შემდეგ ყველაზე საშიში ადამიანი გახლდათ დედამიწაზე. თავმდაბალი ოშო კი თავს ჩვეულებრივ, არაფრით განსხვავებულ ადამიანად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ იმის მიღწევა რასაც მან მიაღწია, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ოშო პატარობიდანვე უცნაური ბავშვი იყო. ის 14 წლიდან მედიტირებდა. თავის მშობლებზე კი ამბობდა, რომ ეს წყვილი თავად აირჩია მშობლებად, რადგან მათი სიყვარული ჭეშმარიტი იყო და ისინი თითქმის ერთნი იყვნენ. მას საკმაოდ კარგი ბავშვობა ჰქონდა რადგან სრულ თავისუფლებასა და უსაზღვროდ მოსიყვარულე და თბილ გარემოში იზრდებოდა, ამიტომაც სიყრმიდანვე თავგადასავლების მოყვარული იყო. განსაკუთრებული გავლენა კი მასზე 7 წლის ასაკში, ბაბუის სიკვდილმა მოახდინა, რომელიც ხელში ჩააკვდა . მისი თქმით, საყვარელი ადამიანის დაკარგვამ მასში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა და იმ სიჩუმემ, რომელიც მის გარშემო გამეფებულიყო ყველაზე დიდი ცოდნა მისცა და მან ამ დღიდან დაიწყო უკვდავების ძიება
1974 წლისთვის ოშო ქალაქ პუნაში გადასახლდა სადაც აშრამი (სამლოცველოს მსგავსი შენობა, სადაც თავის მიმდევრებთან ერთად მედიტირებდა) გახსნა. ოშო მთელ დღეებს, მარტოობასა და მედიტირებაში ატარებდა და მხოლოდ მაშინ გამოდიოდა ოთხადიან როცა მას რჩევისთვის აკითხავდნენ. მის გარშემო კი მალე პატარა დასახლება გაჩნდა რადგან ხალხს აღარ სურდა მასს მოშორებოდა. მიუხედავად იმისა რომ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი თავგამოდებით ცდილობდა ოშოს ჩაძირვას, რადგან ის ინდიუზმისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, მისმა მიმდევრებმა მალევე მილიონს გადააჭარბა. თუმცა ბოროტებას რა დალევს ის არც ამჯერად დარჩენილა უმოქმედოდ და უბედური შემთხვევა დაატრიალა - ლექციის კითხვისას ოშო, ფანატიკოსმა ინდუისტმა, დანით დაჭრა. ის ამერიკაში გადააფრინეს სამკურნალოდ და  გადარჩა კიდეც და მიუხედავად იმისა რომ, 7 წლის შემდეგ ზუსტად იმავე ადამიანმა, დაჭრა ხელმეორედ ვინც პირველად, ის მაინც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1990 წელს.

You may also like

No comments:

Total Pageviews

10574
Powered by Blogger.

Saturday, April 28, 2012

Post a Comment