ლანა დელ რეი / Lana Del Rey

/
0 Comments

 ინტერნეტ სივრცეში კვლავაც არის ლიზი გრანტის ნაკვალევი შემორჩენილი. ვიდეო 2009 წლით თარიღდება და მასში უბრალოდ ჩაცმული, ქერა გოგონა, ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლუბის სცენაზე მღერის. მას ძლიერი ხმა აქვს, თუმცა ძალიან მორცხვი, გამოუცდელი და დაბნეული ჩანს.

ლიზი, ერთ-ერთი იმ გოგონათაგანია, რომელიც ნიუ-იუორკის კლუბებსა და ბარებში მთელი სულითა და გულით მღეროდა რათა ისიც შეემჩნიათ. დღევანდელ რეალობაში ხომ უამრავი ცნობილი პოპ ვარსკვლავი არსებობს, რომელთაც ფეხი ზუსტად მსგავს ადგილებში აიდგეს, მაგრამ გრანტისთან წარმატება არადაარ მოდიოდა. მისი პირველი ალბომიც კრახით დასრულდა და არანაირი კვალი არ დაუტოვებია, მაგრამ, სამაგიეროდ პოპულარობის მოპოვება ლანა დელ რეიმ შეძლო. 25 წლის გოგონამ, რომელმაც გამოჩენისთანავე, მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი.

როგორც ხედავთ ლანა დელ რეი დიდად განსხვავდება ლიზი გრანტისგან. მისმა კლიპმა   "დაბადებული სასიკვდილოდ"- Born to die, რომელიც ამავე სახელწოდების ალბომში შედის, მალევე დაიკავა წამყავნი ადგილები მსოფლიო ჩარტებში. მსოფლიოს 7 ქვეყანაში და მათ შორის ინგლისსა და ავსტრალიაში კი პირველი. "ბნელი სასიყვარულო ისოტირა, იმედით სავსე თვალებით დანახული. ხალხი ლაპარკობს საკუთარ ცხოვრებაზე - ამან მომცა მე უფლება, რომ დამეწერა სიმღერა რაზეც მსურდა"- ამბობს ის Born To Die-ს ალბომზე.
რა თქმა უნდა, ლიზი გრანტი და ლანა დელ რეი, ერთი და იგივე ადამიანია. რთული არ არის დაინახოთ განსხვავება. უნდა ვაღიაროთ, რომ  მისმა პროდიუსერებმა ან თავად ლიზიმ საოცრად მოირგო სტილი და დღესდღეობით ის ერთ-ერთი, ულამაზესი და გემოვნებიანი ვარსკვლავია შოუბიზნესში. ვფიქრობ გრანტიმ თავის მიზანს მიაღწია. "მე ძალიან მინდოდა მაღალი კლასის, სცენის მომღერალი ვყოფილიყავი. ამის შთაგონება მე ბოლომდე არ მქონია იმიტომ, რომ არასოდეს მყოლია ბევრი მეგობარი და მე იმედი მქონდა, რომ გავიცნობდი ახალ ადამიანებს, შემიყვარდებოდა ვინმე და ჩემს გარშემო ისეთ ურთიერთობებს ავაწყობდი როგორც ეს 60-იან წლებში ხდებოდა." 

მისი პირველი სინგლი კი "Video Games"  გახლდათ, რომელიც მომღერალმა თვითონვე გადაიღო, ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და არც ელოდა, რომ მალე ის წარმატებას მოუტანდა და ასეთი პოპულარულს გახდიდა. ის ამბობს, რომ ცოტა დაბნეულია ამ სიმღერის გამო, რადგან ხალხს ჰგონია, რომ სიმღერა სევდიანი და მოწყენილია, თუმცა სინამდვილეში მასში გამოხატულია თუ როგორი ბედნიერია ლანა თავის ბოიფრენდთან ერთად ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ ის მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერული თამაშების, თამაშით არის დაკავებული. " მე მოვდივარ სახლში და ვუყურებ თუ როგორ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. მე არასოდეს ვერთვები რადგან თამაში დაწყებული არ მაქვს, რომ უკვე ვაგებ, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთ ოთახში." ამბობს ის.

   ლანა დელ რეიმ თითქოს ინდი სტილი და ჰიპ-ჰოპი გააერთიანა, ამ ყველაფერს ძალიან მოუხდა მისი ხმაც და საბოლოო ჯამში ამით უამრავი ფანი გაიჩინა. მომღერალს ხშირად აღწერენ როგორც "თვითმარქვია, განგსტერი ნენსი სინატრა". მისი თქმით მის მუსიკალურ გავლენაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ბრიტნი სპირსს, ემინემს, "ანტონი და ჯონსონს", ელვის პრესლის, ფრანკ სინატრასა და კურტ კობეინს. ჯერ-ჯერობით მას მხოლოდ 2 დაჯილდოვებაზე: Q Award-სა და BRIT Award-ზე აქვს გამარჯვება მოპოვებული 2011 წელს. 

You may also like

No comments:

Total Pageviews

10586
Powered by Blogger.

Monday, April 30, 2012

Post a Comment