ფრიდა კალო

/
0 Comments
ფრიდა კალო მექსიკელი სიურეალისტი მხატვარი გახლდათ. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებისაგან თავისი შეხედულებებით, ხატვის სტილითა და რაც მთავარია გარეგნობით. მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, რომელიც გარშემომყოფებს დღემდე აფხიზლებს ისევე როგორც ზამთრის შემდეგ გაზაფხული,  გადაბმული წარბები და თხელი ულვაშები, რომლებსაც განგებ არ იშორებდა, აი ის ფაქტორები რაც, მას საოცრაოდ სასურველს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდიდა.  მასში თითქოს ორი ადამიანი, ორი უკიდურესობა ცოცხლობდა რადგან იყო ძლიერიც და ამავე დროს სუსტიც, ამბიციურიც და თავმდაბალიც, უშნო და ამავე დროს უდიდესი შარმის მატარებელი ქალი. ამ ყველაფერთან ერთად კი უდიდესი ხელოვანი და ექსცენტრიული პიროვნება.მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ავტოპორტრეტები, რომელთა ხატვაც მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ის გადმოცემდა უზადო ემოციებს და სულის ყმუილს. მის ნახატებში იგრძნობა მისი ტკივილი, სიხარული და განცდები. 

მოტეხილი ხერხემალი - ეს ფრიდას ერთ-ერთი ავტოპორტრეტია, სადაც ასახული აქვს თავის ჭიდილი უდიდეს ფიზიკურ ტკვილთან, რომელიც 18 წლის ასაკში მომხდარმა ავტოკატასტროფამ მიაყენა და ხეიბრად დატოვა. ის ამბობდა, რომ ხატავს მის გარშემო არსებულ რეალობას და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს, მას სჭირდება. ფრიდა ხატავდა ყველაფერს რაც თავსა და გულში უტრიალებდა ნებისმიერი განხილვის თუ გააზრების გარეშე.

პიროვნულ სიძლიერესთან ერთად, ფრიდა ძალიან მგრძნობიარე იყო. როდესაც ის, ქმარს გაშორდა ემოციებისაგან სავსემ თმები საკუთარი ხელით შეიჭრა, მამაკაცის ტანისამოსი ჩაიცვა და ემოციები, რომლებიც შიგნიდან ღრღნიდა, შესანიშნავად გადმოსცა მორიგ ავტოპორტრეტში

You may also like

No comments:

Total Pageviews

10575
Powered by Blogger.

Friday, April 27, 2012

Post a Comment