Elsa Schiaparelli

/
0 Comments
Elsa Schiaparelli, კოკო შანელის შემდეგ პარიზის მოდის წამყვანი დიზაინერი იყო 1920-1930 წლებში.
 ის რომში დაიბადა 1890 წლის 10 სექტემბერს, იტალიურ-ეგვიპტურ ოჯახში იზრდებოდა და ნათელი, ფერადი ბავშვობა ჰქონდა. ელსა ხშირად აოცებდა საკუთარ მშობლებს თავისი განსხვავებული ხედვითა და  სამყაროს განსაკუთრებული აღქმით. მეამბოხე გოგონამ თვითნებურად მიატოვა კათოლიკური სკოლა. მას უყვარდა ლექსების წერა რაც მის მშობლებს არ მოსწონდათ. თავისუფლების მოყვარულმა ელსამ ვეღარ გაუძლო მშობლებთან უთანხმოებას და სახლიდან გაიქცა.

ელსა შაპარელი 18 წლის ასაკში გათხოვდა მამაკაცზე, რომელსაც ევროპაში მოგზაურობისას შეხვდა, თუმცა მან სწორედ მაშინ მიატოვა როცა მათი ქალიშვილი დაიბადა. ელსას კი პარიზში დაბრუნება მოუწია. მას ახლა საკუთარი თავის გარდა, პატარა ქალიშვილიც უნდა ერჩინა. გარკვეული პერიოდი უშედეგოდ ეძებდა სამსახურს, საბოლოოდ კი მან, ერთი შეხედვით უბრალო,  შავი სვიტრის ესკიზი შექმნა, რომლითაც ფრანგულ ვოგში მოხვდა. ამ დღიდან მან ტანსაცმლის შექმნასა და გაყიდვას მიჰყო ხელი. ნელნელა  ელსა  უფროდაუფრო წარმატებული ხდებოდა და მალე საკუთარი სალონიც კი გახსნა, 1929 წლისთვის კი უკვე ნებისმიერი სახის ტანისამოსს ყიდდა. მალევე მოდის სამყაროში ახალი ტენდენცია ჩამოაყალიბა. ე.წ. "დღისა და ღამის ტანისამოსი" სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდა ელსა შაპარელის პრინტებიც რის შემდეგაც ელსას ახალი იდეა გაუჩნდა:  გამოეყენებინა სამკაულები ტანსაცმლის გასაფორმებლად, რომელიც მაღალი მოდისკენ გაუხსნიდა გზებს. ის ხშირად იყენებდა იმ პერიოდისათვის უცნაურ მატერიებს, მაგალითად შუშის ეფექტის მქონე ცელოფნებს, რომელიც ტანისამოსს გამჭვირვალეს ხდიდა, თუმცა შაპარელი ცნობილი 
მაინც თავისი ნაქსოვი, თეთრ ბაფთიანი სვიტრებით გახდა. ახალგაზრდა დიზაინერს ძალიან უყვარდა ექსტრავაგანტული, სიურეალისტური ტანსაცმელი, რის გამოც საკუთარ ატელიეში სალვადორ დალიც კი დაიქირავა.შაპარელი ასევე გამოირჩეოდა ქუდების მრავალფეროვნებით. ერთ-ერთი მათგანი და ყველაზე პოპულარული არის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავზე, რომელიც ელსამ და სალვადორ დალიმ ერთობლივად შექმნეს.
და საერთოდაც ისინი ხშირად მუშაობდნენ ერთად და საკუთარი ძალებით შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნიდნენ. ჩემი აზრით, მათი საუკეთესო ქმნილება კი ხერხემლიანი კაბაა, რომელზეც შესანიშნავადაა გამოყვანილი ადამიანის ნეკნები და ხერხემალი. მალე ელსა იმდენად წარმატებული დიზაინერი გახდა, რომ შეძლო ახალი სალონი გაეხსნა ლონდონში, ძველი კი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე გადაიტანა. სწორედ ამ სალონში ჰქონდა გამოფენილი სალვადორ დალის ორიგინალი ნახატი, სხვა სიურელასიტურ ნამუშევრებთან ერთად, რომელიც უფრო მეტად იზიდავდა კლიენტებს. 
"სიღარიბემ მაიძულა, რომ მემუშავა, პარიზმა კი ჩემი საქმიანობა შემაყვარა" ამბობს ელსა.
მისი მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ელვის გამოგონებაც. ნიჭიერმა დიზიანერმაც მაშინვე მოიწონა იდეა და შესანიშნავად შეუხამა ქალის ტანისამოსს. 
1954 წელს  ელსამ ყველაფერი მიატოვა, მშვიდად ცხოვრება გადაწყვიტა და ავტობიოგრაფიის წერას შეუდგა, რომელსაც "შოკისმომგვრელი ცხოვრება" დაარქვა. უნიკალური დიზაინერი 1973 წელს გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოება ელსას დიდი ხნის განმავლობაში არ დაივიწყებს რადგან მან უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც იმ დროინდელ, ასევე ჩვენი დროის დიზაინერებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. 

You may also like

No comments:

Total Pageviews

10585
Powered by Blogger.

Thursday, June 21, 2012

Post a Comment