Elsa Schiaparelli, კოკო შანელის შემდეგ პარიზის მოდის წამყვანი დიზაინერი იყო 1920-1930 წლებში.
ის რომში დაიბადა 1890 წლის 10 სექტემბერს, იტალიურ-ეგვიპტურ ოჯახში იზრდებოდა და ნათელი, ფერადი ბავშვობა ჰქონდა. ელსა ხშირად აოცებდა საკუთარ მშობლებს თავისი განსხვავებული ხედვითა და სამყაროს განსაკუთრებული აღქმით. მეამბოხე გოგონამ თვითნებურად მიატოვა კათოლიკური სკოლა. მას უყვარდა ლექსების წერა რაც მის მშობლებს არ მოსწონდათ. თავისუფლების მოყვარულმა ელსამ ვეღარ გაუძლო მშობლებთან უთანხმოებას და სახლიდან გაიქცა.