ედიტი თავიდან თავს ქუჩის მუსიკოსობით ირჩენდა სანამ ერთ-ერთი მისი გამოსვლისას უცნობი ადამიანი სახელად ლუი ლეპლე არ მიუახლოვდა და მკაცრად მიუგო, რომ სულელი იყო და თუკი ასე გააგრძელებდა ხმას დაკარგავდა, რაც მთელი კაცობრიობის წინაშე დანაშაული იქნებოდა. ლუი ლეპლე იმ პერიოდში ცნობილი კაბარეს "ჟერნისის" მეპატრონე გახლდათ და ედიტს შესათავაზა მასთან ემღერა. მანვე უმრავი გამოსადეგი რამ ასწავლა გამოუცდელ მომღერალს. ამ ადამიანმა ედიტის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია, რადგან სწორედ მისი და შემდგომ რეიმონ ასოს წყალობით შეძლო ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსმა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო. წარმატებასთან ერტად ლეპლემ, ედიტი მეტსახელით "პიაფითაც" დააჯილდოვა, რაც ფრანგულად ბეღურას ნიშნავს.
ედიტისათვის სიმღერა ყველაფერი გახლდათ. ამბობდა, რომ სიმღერა მისთვის გაქცევა იყო. როცა მღეროდა თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებდა, რომელიც მისთვის სხვა განზომილება იყო. ალბათ ჩვეულებრივი ადამიანისათვის რთული წარმოსადგენია თუ რა უნდა ენატრა ისეთ პოპულარულ ქალს როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ. დიახ მას არ აკლდა არც ფული, არც საყვარლები, არც გართობა და არც პოპულარობა, თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ყოველთვის სევდიანად ასრულებდა თავის რეპერტუარს, რომელშიც უამრავი სევდა და გულის ტკვილი იგრძნობა. გარკვეულ წილად ის ხშირად თავის ძველ ცხოვრებას მინატროდა და წერდა "მე ვიყავი მშიერი, მე მციოდა, მე ქუჩაში ვცხოვრობდი, მაგრამ ამასთან მე ვიყავი თავისუფალი. თავისუფალი ვალდებულებებისგან, დილით ადრე გაღვიძებისგან. შემეძლო მთელი ღამე არ დამეძინა, შემეძლო დავმთვრალიყავი თუ მომინდებოდა ან მეოცნება.... ან იმედი მქონოდა." ეს ყველაფერი კი გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრებისეული ტრაგედიებით იყო გამოწვეული.
კაბარეში მოღვაწეობისას მან ლუი დიპონი გაიცნო და მალე ცოლადაც გაჰყვა. ერთი წლის შემდეგ კი ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც სახელად მარსელი დაარქვა. ლუი ედიტის ხარჯზე ცხოვრობდა, რაც ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა. სწორედ ეს გახდა მათი განშორების მიზეზიც. მარსელი დედასთან დარჩა თუმცა დროებით. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულ ედიტს შვილი შინ არ დახვდა. მარსელი მამამ წაიყვანა, იმ იმედით, რომ ედიტი შეურიგდებოდა, სამწუხაროდ არც ერთმა არ იცოდე თუ რამხელა საშინელება ელოდათ წინ. მალე მარსელი გრიპის ეპიდემიამ შეიპყრო.ავადმყოფობა მოგვიანებით ედიტსაც გადაედო, რომელიც შვილს გვერდიდან არ შორდებოდა. სამწუხაროდ, მარსელმა ეპიდემიასთან გამკლავება ვერ შეძლო, პატარა ბავშვი გარდაიცვალა, ედიტი გადარჩა ლუი კი გაქრა. უსახსროდ დარჩენილმა ედიტმა გამოსავალი ისევ ქუჩაში იპოვა, თუმცა ამჯერად არა სიმღერა. "მე მეძავი არ ვარ,ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, ფული მჭირდება, რათა შვილი დავასაფლაო." ასე უპასუხა მან მამაკაცის კითხვას თუ რატომ გახდა მეძავი. ამ პასუხის შემდეგ უცნობმა მამაკაცმა ფული მისცა, სანაცვლოდ კი არაფერი მოუთხოვია. ამ ტრაგედიამ მის სულსა და კარიერას უდიდესი კვალი დაამჩნია და გარკვეული პერიოდით ედიტი გაქრა. თუმცა მალე ის კვლავ დაუბრუნდა სცნეას და საკმაოდ წარმატებულადაც.
მან გაიცნო რეიმონ ასო, რომელმაც ასწავლა, როგორ დაეჭირა თავი სცენაზე. მანცე შექმნა სპეციალური სიმღერები, რომლებიც მხოლოდ ედიტს ეკუთვნოდა. მისი წყალობით მან პარიზის სახელგანთქმულ მუზიქ-ჰოლში "ABC-ში" შეძლო გამოსვლა. ამის შემდეგ ედიტის ცხოვრება უფროდაუფრო წინ წაიწია. განსაკუთრებულად კი ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ედიტის სახელი ყველამ გაიგო. მის სიმღერებს უსმენდა ნებისმიერი ფენის, ასაკისა თუ სქესის წარმომადგენელი, მაგრამ მიუხედავად მსმენელთა სიყვარულისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მარტოობისკენ მიისწრაფოდა. ედიტი წერდა: პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ.
მისი ცხოვრება თითქოს დამშვიდდა, მაგრამ 1952 წელს ედიტი ორჯერ მოყვა ავტოკატასტროფაში რამაც საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, რომ მომღერალი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული გახდა. 6 წლის შემდეგ კი, რომლის განმავლობაშიც ედიტმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწია მან შეიტყო, რომ სიმსივნით იყო დაავადებული, თუმცა ის დანებებას არ აპირებდა. 1962 წელს ეიფელის კოშკზე 5 სიმღერა შეასრულა. უკანასკნელად კი სცენაზე ერთი წლის შემდეგ გამოვიდა და სწორედ იმ დროს როდესაც დარბაზმა მას გრანდიუზული და ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო ის ცუდად გახდა და სცენაზე დაეცა.
ედიტის განვლილი გზა მუდამ ეკლებით იყო დაფარული, თუმცა მან შეძლო ეს გზები ღირსეულად განევლო მანამ სანამ, 47 წლის ასაკში, ღვიძლის სიმსივნით არ განუტევა სული, უკანასკნელი სიტყვებით - " რა ჯანდაბაც არ უნდა გააკეთო ცხოვრებაში, აუცილებლად მოგიწევს მასზე პასუხი აგო." მიუხედავად იმისა რომ, მან ფიზიკურად დატოვა სამყარო, ადამიანთა გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. მის გასვენებაზე 40 000 ადამიანი მივიდა. ედიტი თვლიდა, რომ "სიკვდილი არ არსებობს და ის მხოლოდ რაღაც ახლის დასაწყისია."
სასაფლაოზე თავმოყრილ 40000 მგლოვიარე ადამიანს შორის მისი უკანასკნელი სიყვარული - თეოფანოსიც იდგა. ადამიანი, რომელსაც მძიმე მემკვიდრეობა - 5 მილიონი ფრანკი ვალი დაუტოვა საყვარელმა ქალმა. ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ეს "გაუბედურებული" ქალი, რომელიც 33 კგ-ს იწონიდა, თითები და მთელი სხეული ართრიტისგან დეფორმირებული ჰქონდა, ფეხები - ჩამომხმარი, სახე - დასიებული, თმა - გაცვენილი. ასაკობრივი სხვაობა - 20 წელი. მაგრამ თეოფანოსს ეს არ ანაღვლებს.ისეთი უყვარს, როგორიც არის: ტანდაბალი, შეუხედავი, ოთხჯერ ავტოკატასტროფაში მოხვდა, რამდენიმეჯერ თვითმკვლელობაც სცადა, შემდეგ ჰეპათიური კომა, შეზოფრენიული შეტევები, ალკოჰოლური ინტოკსიკაცია და შვიდი ურთულესი ოპერაცია. სცენაზე ბოლო გასვლის წინ სარკეში ჩაიხედა , დააჩერდა გაწამებულ სახეს და თქვა: - "ასე უმოწყალოდ რატომ მოვექეცი საკუთარ თავს?" სამაგიეროდ ღმერთმა დააჯილდოვა განსაკუთრებული ხმით, რომლითაც მსმენელს ატყვევებდა, აჯადოვებდა. დღესაც მბურძგლავს მისი ცივი და მთრთოლვარე ხმის გაგონება და როცა მასზე ვფიქრობ, ვამბობ: ცხოვრება ბოლო წუთებიდან იწყება...
ReplyDeleteniko facebookzze rogor dagimegorde?
ReplyDeleteniko faebookze rogor dagimegobrde?
ReplyDeleteNika skhirtladze shegizlia ase mipovo , tu ukve zalian ar davagviane pasuxis gacema :))
ReplyDelete