გრეგორი ელოი/Gregoire Eloy თბილისში.

 Shadow of the Swan - Photo Exhibition by Gregoire Eloy & Masterclass  სწორედ ამ საოცარი გამოფენის მომსწრე გავხდი გუშინ, ვაღიარებ სრულიად შემთხვევით. ბოლო პერიოდში ხელოვნებას ცოტა მოვწყდი ასე, რომ არც გარშემო განმვითარებულ მოვლენებში ვარ კარგად ჩახედული. ქუჩაში სეირნობისას (მიმართულებას არ

Continue Reading...

დინო ვალსი

       დინო ვალსი ესპანელი მხატვარია, რომელიც 1959 წელს დაიბადა ქალაქ სარაგოსაში. 1988 წელს  მადრიდში გადასახლდა და მოღვაწეობა იქ განაგრძო. მას ხელოვნება და ფერწერა ბავშვობიდან იზიდავდა, 16 წლის ასაკში კი დამოუკიდებლად შეისწავლა ზეთის საღებავებით ხატვა. დინო ვალსი პროფესიით ექიმი

Continue Reading...

Total Pageviews

Powered by Blogger.

Saturday, April 18, 2015

გრეგორი ელოი/Gregoire Eloy თბილისში.

 Shadow of the Swan - Photo Exhibition by Gregoire Eloy & Masterclass  სწორედ ამ საოცარი გამოფენის მომსწრე გავხდი გუშინ, ვაღიარებ სრულიად შემთხვევით. ბოლო პერიოდში ხელოვნებას ცოტა მოვწყდი ასე, რომ არც გარშემო განმვითარებულ მოვლენებში ვარ კარგად ჩახედული. ქუჩაში სეირნობისას (მიმართულებას არ დავაკონკრეტებ) სამ მეგობართან ერთად ზურაბ წერეთლის გამოფენასთან აღმოვჩნდი. საკმარისი იყო ერთი შემეხედა და გამოფენამ მაშინვე მიმიზიდა. ყოველთვის მინდოდა, მიუხედავად იდეის პლაგიატობისა, მიმებაძა ბერტო ლუჩისთვის და რომელიმე მეგობართან ერთად ის გამეკეთებინა, რასაც ევა გრინი, მისი ძმა და მეგობარი ჩადიან მუზეუმში. 

მართალია არც ლუვრში ვიყავი და არც იქაურ ექსპონატებს შევცეროდი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ქვის გაყინულ ზალაში წრეზე სირბილი, გაკვირვებული ადამიანების გაოცებული მზერა, რომელთაც ერთი წამითაც არ შეუწყვიტავთ ღვინის წრუპვა და გაოცებული ორკესტრი, რომელიც ასევე აგრძელებდა დაკვრას და ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე რიტმს გვიწყობენთქო. 
ამის შემდეგ ჩვენც წყნარი ბავშვებივით შევუერდით მასას ავიღეღ ერთი ჭიქა ღვინო და მრავლის მეტყველი თვალებით დავიწყეთ ფოტოების თვალიერება, მაგრამ მალე სასიამოვნოდაც გავოცდი...
"გედის ჩრდილში" გრეგუარ ელუას მიერ 2004 -2010 წლებში ჯონ გალიანოს დეფილეების ბექსთეიჯებზე გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს და პირველად გამოიფინა საქართველოში თბილისის მოდის კვირეულის დაTbilisi Photo Festival 2015-ის პარტნიორობის ფარგლებში უმეტესმა მათგანმა კი ჩემზე საოცარი და როგორც ერთი ჩემთვის ზვირფასი ადამიანი იტყოდა ჯადოსნური შთაბეჭდილებები დატოვა. ისღა დამრჩენია თქვენც გაგიზიაროთ. იმედი მაქვს ის მართლაც ჯადოსნურია და არამხოლოდ ჩემს გონებაში ბრწყინავს ასე. :) პ.ს. ნიკოლასკას ბლოგი საბოლოოდ დაბრუნდა! მომილოცეთ )))












Friday, April 17, 2015

დინო ვალსი

 

     დინო ვალსი ესპანელი მხატვარია, რომელიც 1959 წელს დაიბადა ქალაქ სარაგოსაში. 1988 წელს  მადრიდში გადასახლდა და მოღვაწეობა იქ განაგრძო. მას ხელოვნება და ფერწერა ბავშვობიდან იზიდავდა, 16 წლის ასაკში კი დამოუკიდებლად შეისწავლა ზეთის საღებავებით ხატვა. დინო ვალსი პროფესიით ექიმი გახლავთ, როგორც კი სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი აიღო გადაწყვიტა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ხელოვნებისათვის მიეძღვნა. მისი ნამუშევრები გულმოდგინედაა დამუშავებული და საგრძნობლად გაფართოებულია ძველი, პროფესიონალი მხატვრების მეთოდები. ზოგადად დინო ვალსის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სიმბოლიზმი, ორაზროვნება და უამრავი ფსიქოლოგიური თუ სოციალური სიგნალი, მინიშნებები. მას შესანიშნავად გამოსდის სათქმელის მნახველამდე მიტანა. დინო ვალსს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების კონკურსში.ის განსაკუთრებით პოპულარული ამერიკასა და ევროპაშია, სადაც ხშირად იმართება მისი გამოფენები, რომლებსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ მისი ოფიციალური ვებ–გვერდი, მეტი სურათის სანახავად გააგრძელეთ პოსტის კითხვა.

    Dino Valls is a Spanish artist who was born in Saragossa in 1959. Then he moved in Madrid. He loved art and drawing since childhood. Dino was self taught artist. He was 16 when he made his first oil painting. Dino Valls graduated medical university after what he decided to dedicate his whole life to art. Dino's work elaborate and expand the methods of past professional artists. Generally symbolism, ambiguity and many psychological or social signals are typical for his creation.
  Dino Valls has participated in many important exhibitions of contemporary art. Especially popular he is in Europe and USA. Often in this countries his own exhibitions are held  which have great amount of visitors. If you want to see his official website visit the following LINK, to see more of his work on my blog please click  read more.