Shadow of the Swan - Photo Exhibition by Gregoire Eloy & Masterclass სწორედ ამ საოცარი გამოფენის მომსწრე გავხდი გუშინ, ვაღიარებ სრულიად შემთხვევით. ბოლო პერიოდში ხელოვნებას ცოტა მოვწყდი ასე, რომ არც გარშემო განმვითარებულ მოვლენებში ვარ კარგად ჩახედული. ქუჩაში სეირნობისას (მიმართულებას არ დავაკონკრეტებ) სამ მეგობართან ერთად ზურაბ წერეთლის გამოფენასთან აღმოვჩნდი. საკმარისი იყო ერთი შემეხედა და გამოფენამ მაშინვე მიმიზიდა. ყოველთვის მინდოდა, მიუხედავად იდეის პლაგიატობისა, მიმებაძა ბერტო ლუჩისთვის და რომელიმე მეგობართან ერთად ის გამეკეთებინა, რასაც ევა გრინი, მისი ძმა და მეგობარი ჩადიან მუზეუმში.
მართალია არც ლუვრში ვიყავი და არც იქაურ ექსპონატებს შევცეროდი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ქვის გაყინულ ზალაში წრეზე სირბილი, გაკვირვებული ადამიანების გაოცებული მზერა, რომელთაც ერთი წამითაც არ შეუწყვიტავთ ღვინის წრუპვა და გაოცებული ორკესტრი, რომელიც ასევე აგრძელებდა დაკვრას და ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე რიტმს გვიწყობენთქო.
ამის შემდეგ ჩვენც წყნარი ბავშვებივით შევუერდით მასას ავიღეღ ერთი ჭიქა ღვინო და მრავლის მეტყველი თვალებით დავიწყეთ ფოტოების თვალიერება, მაგრამ მალე სასიამოვნოდაც გავოცდი...
"გედის ჩრდილში" გრეგუარ ელუას მიერ 2004 -2010 წლებში ჯონ გალიანოს დეფილეების ბექსთეიჯებზე გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს და პირველად გამოიფინა საქართველოში თბილისის მოდის კვირეულის დაTbilisi Photo Festival 2015-ის პარტნიორობის ფარგლებში უმეტესმა მათგანმა კი ჩემზე საოცარი და როგორც ერთი ჩემთვის ზვირფასი ადამიანი იტყოდა ჯადოსნური შთაბეჭდილებები დატოვა. ისღა დამრჩენია თქვენც გაგიზიაროთ. იმედი მაქვს ის მართლაც ჯადოსნურია და არამხოლოდ ჩემს გონებაში ბრწყინავს ასე. :) პ.ს. ნიკოლასკას ბლოგი საბოლოოდ დაბრუნდა! მომილოცეთ )))