ფრიდა კალო მექსიკელი სიურეალისტი მხატვარი გახლდათ. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებისაგან თავისი შეხედულებებით, ხატვის სტილითა და რაც მთავარია გარეგნობით. მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, რომელიც გარშემომყოფებს დღემდე აფხიზლებს ისევე როგორც ზამთრის შემდეგ გაზაფხული, გადაბმული წარბები და თხელი ულვაშები, რომლებსაც განგებ არ იშორებდა, აი ის ფაქტორები რაც, მას საოცრაოდ სასურველს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდიდა. მასში თითქოს ორი ადამიანი, ორი უკიდურესობა ცოცხლობდა რადგან იყო ძლიერიც და ამავე დროს სუსტიც, ამბიციურიც და თავმდაბალიც, უშნო და ამავე დროს უდიდესი შარმის მატარებელი ქალი. ამ ყველაფერთან ერთად კი უდიდესი ხელოვანი და ექსცენტრიული პიროვნება.მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ავტოპორტრეტები, რომელთა ხატვაც მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ის გადმოცემდა უზადო ემოციებს და სულის ყმუილს. მის ნახატებში იგრძნობა მისი ტკივილი, სიხარული და განცდები.
Total Pageviews
Powered by Blogger.
Monday, April 30, 2012
Saturday, April 28, 2012
ოშო

Friday, April 27, 2012
ფრიდა კალო