წელს, როგორც ყველა აბიტურიენტმა მეც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. საკმაოდ კარგი შედეგიც ვაჩვენე და სასურველ უნივერსტეტსა და ფაკულტეტზეც მოვხვდი 50 %–იანი დაფინანსებით. კერძოდ, სწავლის უფლება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მოვიპოვე. მას შემდეგ რაც შედეგები გავიგე მოუთმენლად ველოდი სწავლის დაწყებას. ჩემი წარმოდგენით მომდევნო 4 წელიწადს ისეთ უნივერსტეტში გავატარებდი სადაც საინტერესო ხალხი ისწავლიდა, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდებოდა და მეც იმ გარემოში ვისწავლიდი, რომელშიც თავს ალბათ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, რაც წაადგებოდა, როგორც ჩემს აკადემიურ მოსწრებას ასევე შთაგონებასა და მორალურ ზრდას. ამ იმედს ე.წ. "საორიენტაციო შეხვედრიდან" წამოსულიც ისე ვებღაუჭებოდი, როგორც ხავსს. დიდი ხნის ლოდინის და გადავადებული თარიღების შემდეგ მოვიდა დღეც, როდესაც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ხავსს ჩაბღაუჭებული ჩემი ბედი. პირველი ლექცია 10 საათზე უნდა მქონდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცოდი, რადგან უნივერსტეტის ინფორმაციული ადმინისტრაცია არც ისე სწრაფად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას მოვლენამდე რამოდენიმე საათით ან წუთით ადრე აქვეყნებს ხოლმე ოფიციალურ საიტზე, უარეს შემთხვევაში კი ამას ისიც ერთვის, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცხრილები დიდად არ განსხვავდება ჩინური ენციკლოპედიისგან, მაგრამ თუ ადმინისტრაციას დავუჯერებთ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება, რადგან საიტზე გარკვეული ტექნიკური პრობლემები აქვთ და ამაზე მუშაობენ. მე კი ისღა დამრჩენია ვიმედოვნო, რომ ამ შემთხვევაშიც არ გასკდება ჩემი იმედები საპნის ბუშტებივით. მოკლედ ეს ყველაფერი იქით იყოს და ლექციაც დაიწყო. სხვათაშორის საკმაოდ ხალისიანად, რადგან შუა ხნის პედაგოგ ქალბატონს აუდიტორია შეეშალა და სულ სხვა სიის ამოკითხვა დაიწყო რის მიხედვითაც კლასი ცარიელი უნდა ყოფილიყო. ამასობაში აუდიტორიაში სასიამოვნო გარეგნობის, ახალგაზრდა პედაგოგმა, ქალბატონმა ეკა კიკნაძემ შემოაბიჯა, რომელიც "მსოფლიო ხელოვნების ისტორიას" გვასწავლის. ქალბატონი ეკას ლექცია საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ამას გარდა ძალიან მომეწონა მისი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც ინდივიდუალობასა და ხელოვნების აღქმას შეეხებოდა. მისი თქმით ხელოვნების ნიმუშის შესაფასებლად არ არსებობს კრიტერიუმი და მხოლოდ ცალკეული ინდივიდის გემოვნებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამათუიმ ხელოვნების ნიმუშის ხარისხზე. მოკლედ, მთელი ლექციის დაწერა, რომ არ მომიხდეს გეტყვით, რომ დღეს ყველაზე დიდი (დადებითი) შთაბეჭდილება ჩემზე ამ ლექციამ დატოვა.
პირველი შესვენების დროს ორ ახლადგაცნობილ გოგონასთან ერთად უნივერსტეტის ეზოში ჩავედი, რომ სიგარეტი მომეწია და თან ხალხი შემეთვალიერებინა. რაც უფრომ მეტად მივიწევდი ხალხმრავლობისკენ მით მეტად ვგრძნობდი იმედგაცრუებას, მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და არც ამ შემთხვევაში შევცვლილვარ. ხალხიდან დროებით ჩემი ყურადღება უნივერსტეტის ეზომ მიიპყრო. მართალია სივრცე არც ისე დიდი იყო, მაგრამ გრაფიტითა და უამრავი ფრაზით მოხატული კედლები, საყვარელი ჭრელი ხის მაგიდები და სკამები, მარჯვენა ბოლოში კი დიდი სცენა მშვენიერ სანახაობას ქმნიდა და ამ ყველაფრის შემხედვარე ჩემში ოპტიმიზმი უფრო გაძლიერდა მანამ სანამ ერთ–ერთმა ჩემმა კურსელმა არ გაგვახსენა, რომ ლექცია იწყებოდა. შემდეგი ლექცია "მსოფლიო კინოს ისტორია" არანაკლებ საინტერესო იყო პირველზე. პედაგოგი, ზვიად დოლიძე, ხალისიანი კაცი გახლდათ და ლექციასაც საინტერესოდ გვიკითხავდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ნაწილისათვის არც მე და სავარაუდოდ არც ჩემს კურსელებს თითქმის არ მოგვისმენია, რადგან ყველანი საშინლად დაღლილები ვიყავით. არ ვიცი სხვები რამ დაღალა სწავლის პირველმა დღემ თუ უბრალოდ ბედნიერებისაგან გადაიღალნენ, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის მიზეზი 6 საათი ჯდომა და სასოწარკვეთა იყო. ვუყურებდი ლექტორს, რეალურად კი საპნის ბუშტებში მოთავსებულ "ფრიკ" ადამიანებს ვხედავდი, რომლებიც თანმიმდევრულად სკდებოდნენ და ქრებოდნენ. ცალსახად აღმოვჩნდი თითქმის იმავე გარემოში, რომლისაგან თავის დაღწევასაც მთელი 12 წელი ვლამობდი და აი ისევ "ზი სეიმ შით".
ლექციები დამთავრდა. ჩემს "რჩეულ" ორ გოგონას დავემშვიდობე და მეც ისეთ ადგილას გავეშურე სადაც ნამდვილად ვიცოდი, რომ ის დამხვდებოდა რისგან გაქცევაც არასოდეს მომინდება, სადაც არ აწყობენ "ხინკალ ფართებს", სადაც იციან, რომ არსებობს პინცეტი და ეპილატორი. სადაც ადამიანები არ დადიან შარვლებით, რომლებიც მუხლამდე აქვთ ჩამოწეული და არც პარლამენტის წინ იღებენ ფოტოებს. რაც უფრო მეტად ვუღრმავდები მით მეტად ვგრძნობ, რომ დეპრესიის პირისპირ ვდგავარ ასე, რომ ჯობია ისევ ოპტიმიზმით შევინიღბო.