დღე მეორე

/
0 Comments
 
 თუ ჩემი პოსტი წაიკითხეთ მაშინ გეცოდინებათ თუ რამხელა იმედგაცრუება მომიტანა ჩემმა პირველმა დღემ უნივერსტეტში. ამ პოსტში მინდა მეორე დღეზე ვილაპარაკო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წუწუნს აღარ ვაპირებ. რატომ? თავიდან დავიწყებ. როგორც ალბათ გახსოვთ გადავწყვიტე ოპტიმიზმით შევნიღბულიყავი. ასეც მოვიქეცი და იცით გაამართლა.
    მეორე დღეს ზლაზვნით გავიღვიძე, ნაკლები ენთუზიაზმით გავემზადე და უნივერსტეტში წავედი. მისვლა ნახევარი საათით ადრე მომიწია. ასე რომ, უნივერსტეტის ლამაზი ეზოსაკენ გავეშურე და ჩემი "რჩეული" გოგონები და რამოდენიმე უნივერსტეტელი მეგობარი ვნახე. როგორც კი კარის ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე და ეზოში გავედი, ღიმილით ბაგეები ამითამაშდა. იქ მყოფი მოსწავლეები შევათვალიერე და არც ისე უკმაყოფილო დავრჩი. თქვენ წარმოიდგინეთ და რამოდენიმე  ჩემი სანატრელი "ფრიკი" ადამიანიც შევნიშნე. ხასიათზე მაშინვე მოვედი, კურსელ/უნივერსტეტელ მეგობრებს წავეჭორავე, რამდენიმე ახალი ადამიანიც გავიცანი, ერთი ღერი გავაბოლე და ლექციაზე გავიქეცი. თითქოს ორ ცეცხლს შუა ვიყავი – არც ეზოს დატოვება მინდოდა და ლექციაც ძალიან მაინტერესებდა, რადგან წესით ფილოსოფია უნდა მქონოდა, ამას გარდა პირველივე ლექციის გაცდენა არც ისე კარგი ტონი იქნებოდა. მოკლედ ისევ აუდიტორიაში ასვლა ვამჯობინე. სანამ უშუალოდ ლექცია დაიწყებოდა, გასასაუბრებლად რექტორი შემოვიდა, სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და უნივერსტეტის შესახებ გველაპარაკა. მთავარი კითხვები, რომლებსაც მოსწავლეები ვუსვამდით უცხო ენებს ეხებოდა.არ ვიცი თქვენ რამდენად ნორმალურად გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ ხელოვნებათმცოდნეს უნივერსტეტში არანაირ ენას არ ასწავლიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა. რექტორმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ვისწავლით მხოლოდ ინგლისურს და ისიც მესამე სემესტრიდან. არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ფრანგულს ვისწავლიდი, მაგრამ რას ვიზამთ, ისე კი ახლა ჭკუაში დამიჯდა ხომ არ ავიდე დეკანატში და ხომ არ მოვითხოვო?  სულ იმას გვიჩიჩინებენ, რაიმე პრეტენზია ან იდეა თუ გექნებათ გვაცნობეთო, მაგრამ ჯობია ცოტა მოვიცადო, როგორც დღეს გავიგე, მოსწავლეებისა და ლექტორების დაჟინებული მოთხოვნით ჩვენი რექტორი გადააყენეს.... 
        როდესაც ბატონი ნოშრევან ჩხაიძე (რექტორი) საუბარს მორჩა აუდიტორიაში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა, რომელსაც ფილოსოფიის ლექცია უნდა წაეკითხა და სხვათაშორის ეს ძალიან კარგადაც გამოუვიდა. სტუდენტების ნაწილი დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა, მაგრამ მე პირადად დიდი ინტერესით ვუსმენდი. ერთი სიტყვით წინა დღის არ იყოს ლექტორებით და ლექციებით ამ დღესაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი რასაც ისიც დაემატა, რომ როდესაც ლექცია მორჩა და ეზოში ჩავედი პირველად ვიგრძენი, რომ ვსწავლობდი "თეატრალურ უნივერსტეტში" და არა ზოოპარკში. არსად ჩანდნენ ის მოუვლელი, უგემოვნოდ ჩაცმული  და ამ ადგილისათვის აფსოლუტურად შეუფერებელი ადამიანები, რომლებმაც პირველ დღეს კინაღამ დეპრესიაში ჩამაგდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობდი და  იმ სიმღერების ფონზე  ეზოში, "ბარდიულზე" ჩამომჯდარი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ ასრულებდნენ, გემრიელად ვაბოლებდი სიგარეტს.
    ლექციების დასასრულს კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრი საერთო ინტერესიც აღმოგვაჩნდა. უნივერსტეტიდან მაკდონალდსში ჩავისეირნეთ, გზაშიც უამრავი ვისაუბრეთ, მივირთვით, მერე კი ჩვენ–ჩვენ სახლებში გავეშურეთ. 
  •    დღე პირველი – იმედეგაცრუება.
  •    დღე მეორე – კმაყოფილება.
  •    დღე მესამე – ????  
მეორე დღით უნივერსტეტში ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სახლშიც ხალისიანი მივედი და მთელი დღე ენერგიულად გავატარე. ვიმედოვნებ, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და საერთოდაც მთელი ეს 4 წელი სულ უფროდაუფრო უკეთესი იქნება. 

You may also like

No comments:

Total Pageviews

10575
Powered by Blogger.

Thursday, October 18, 2012

Post a Comment