ედიტ პიაფი

  უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან წერო ისეთ ადამიანზე როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ, მართლაც ძალიან რთულია. მისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე ფარდებს მიღმა რჩება, თუმცა შევეცდები მის შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მოგითხროთ. ედიტ

Continue Reading...

Irving Penn

ირვინგ პენი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი და ნაყოფიერი ფოტოგრაფია, რომელიც 1917 წელს დაიბადა ნიუ-ჯერსიში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული სტილი - ელეგანტური და მინიმალისტური.

Continue Reading...

დღე მეორე

   თუ ჩემი პოსტი წაიკითხეთ მაშინ გეცოდინებათ თუ რამხელა იმედგაცრუება მომიტანა ჩემმა პირველმა დღემ უნივერსტეტში. ამ პოსტში მინდა მეორე დღეზე ვილაპარაკო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წუწუნს აღარ ვაპირებ. რატომ? თავიდან დავიწყებ. როგორც ალბათ გახსოვთ გადავწყვიტე ოპტიმიზმით შევნიღბულიყავი. ასეც მოვიქეცი და იცით

Continue Reading...

პირველი დღე თეატრალურ უნივერსტეტში

       წელს, როგორც ყველა აბიტურიენტმა მეც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. საკმაოდ კარგი შედეგიც ვაჩვენე და სასურველ უნივერსტეტსა და ფაკულტეტზეც მოვხვდი 50 %–იანი დაფინანსებით. კერძოდ, სწავლის უფლება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მოვიპოვე. მას შემდეგ რაც შედეგები გავიგე

Continue Reading...




დაახლოებით ორი კვირის წინ, დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ვესტუმრე და სიახლეები შევამოწმე. ცოტა ხნის შემდეგ მესიჯების „აიკონი“ წითლად აციმციმდა, რომელიც ახალი შეტყობინების მოსვლას მანიშნებდა. სანამ გავხსნიდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რაიმე განსაკუთრებული დამხვდებოდა. წერილი გოგა ჩართოლიანისგან იყო, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთ-ერთი გადაცემის, - "სამოთხის ვაშლების" პროდიუსერად გამეცნო. მითხრა, რომ ჩემი ბლოგი ნახა, გაეცნო პოსტს ედიტ პიაფის შესახებ და 16 ნოემბერს დაგეგმილ გადაცემაში მიმიწვია, რომლის თემაც, სწორედ ეს მომღერალი იყო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

 სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან აქამდე ტელევიზიასთან არანაირი შეხება არ მქონია. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც  გადაცემა უნდა ყოფილიყო. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას, ჩემ კურსელს, რომელიც  "პირველ არხში" მუშაობს, რადგან გამომყვა ჩაწერაზე და ბოლომდე ჩემთან ერთად იყო; რომ არა ის, ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდებოდი.

შესასვლელთან დამხდვა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელმაც საგრიმიოროში წამიყვანა. იქ კი, გოგა ჩართოლიანი და "სამოთხის ვაშლების" წამყვანები - ნინო ზაუტაშვილი, სალომე დადუნაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ნინო კურატაშვილი გავიცანი. ყველა ძალიან თბილად შემხვდა და ალბათ სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის დამსახურებითაც ნელ-ნელა  ჩემი შიში და დაძაბულობა სადღაც გაქრა.

მალე სტუდიაში შევედით, სადაც ჯერ დილის გადაცემა მიმდინარეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ წამყავანები თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და გადაცემაც დაიწყო. მე მეორე ბლოკში უნდა შევსულიყავი, რომელიც იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე მეგონა. რეკლამაზე გავიდნენ და მეც დამიძახეს, თან გამამხნევეს: - „არ ინერვიულოო“. მიუხედავად სასიამოვნო გარემოსი, მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ მხოლოდ თავიდან, მერე კი, როგორც ზევით აღვნიშნე შიში და დაძაბულობდა გამიქრა. პირველი კითხვის შემდეგ იმდენად გავიხსენი, რომ თავი საკუთარ სახლში მეგონა, რაც პირველ რიგში ამ ოთხი არაჩვეულებრივი ქალბატონის დამსახურებაა და რის გამოც, მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ვფიქრობ, გადაცემა ძალიან საინტერესო გამოვიდა, პირადად მე, კმაყოფილი ვარ.  თქვენც შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ.











Elsa Schiaparelli

Elsa Schiaparelli, კოკო შანელის შემდეგ პარიზის მოდის წამყვანი დიზაინერი იყო 1920-1930 წლებში.  ის რომში დაიბადა 1890 წლის 10 სექტემბერს, იტალიურ-ეგვიპტურ ოჯახში იზრდებოდა და ნათელი, ფერადი ბავშვობა ჰქონდა. ელსა ხშირად აოცებდა საკუთარ მშობლებს თავისი განსხვავებული ხედვითა და  სამყაროს განსაკუთრებული აღქმით. მეამბოხე

Continue Reading...

ACHRAF AMIRI

   ACHRAF AMIRI ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და საინტერესო ხელოვანია, რომელიც 1988 წელს დაიბადა ბრიუსელში. განათლება წმ. ლუკას უნივერსტეტში მიიღო. ის თვითგამოხატვას უამრავი გზით ცდილობს, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი ილუსტრაციებია. მას შესანიშნავად შეუძლია თითოეულ ილუსტრაციაში მთელი გრძნობა და ემოცია ჩააქსოვოს

Continue Reading...

BeNext Contest Day 1

1 ივნისს ქობულეთში, Georgian Palace Hotel-ში უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ რათა თვალი გვედევნევნებინა მოდის კონკურსისათვის "ბინექსთ" ანუ გახდი შემდეგი, რომელიც საქართველოში მეორედ ჩატარდა. წინასთან შედარებით წლევანდელი ბინექსთის კონკურსი ბევრად უფრო ორგანიზებული იყო და შესაბამისად დონეც უფრო მაღალი გახლდათ. ამას გარდა უფრო

Continue Reading...

BeNext Contest Day 2

      2 ივნისი "ბინექსთის" მეორე და უმთავრესი დღე, რომელსაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. დღე, როდესაც ქართველი, დამწყები დიზაინერების ჩვენებები და გამარჯვებული უნდა გვეხილა. საღამოს 7 საათზე ყველანი ერთ დარბაზთან შევიკრიბეთ მალევე  ადგილები დავიკავეთ და შოუც დაიწყო, რომელიც თიკო

Continue Reading...

ბარაკ ობამა და გულაღტკინებული ჰომოფობები!

    რამოდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის მომხრეა ერთსქესიანი წყვილების ქორწინების. ეს მისი მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც შესაძლოა მომავალში მსოფლიო ისტორია შეცვალოს. მისი ამ განცხადების დეტალურად სანახავად შეგიძლიათ

Continue Reading...

Pussy Riot Punk Prayer

    რამდენიმე დღის წინ ნანახმა ვიდეომ ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე ამის შესახებ პოსტი დამწერა. "Pussy Riot" 2011 წელს ჩამოყალიბდა, როგორც როკ ჯგუფი. მათი მიზანი კი თავიდანვე რუსეთში არსებული რელობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა იყო. ისნი ხშირად აწყობდნენ საპროტესტო პერფორმანსებს. ძირითადი

Continue Reading...

ლანა დელ რეი / Lana Del Rey

 ინტერნეტ სივრცეში კვლავაც არის ლიზი გრანტის ნაკვალევი შემორჩენილი. ვიდეო 2009 წლით თარიღდება და მასში უბრალოდ ჩაცმული, ქერა გოგონა, ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლუბის სცენაზე მღერის. მას ძლიერი ხმა აქვს, თუმცა ძალიან მორცხვი, გამოუცდელი და დაბნეული ჩანს.

Continue Reading...

ოშო

  ოშო,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი და თავისი პერიოდის "სულიერი მამა იყო", რომელმაც უზადო სიბრძნითა და მჭერმეტყველბით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი და უდიდესი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის, მეტაფიზიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. მას ხშირად იხსენიებდნენ, როგორც "ადამიანი-სკანდალი". ოშო ანუ ჩანდრა

Continue Reading...

ფრიდა კალო

ფრიდა კალო მექსიკელი სიურეალისტი მხატვარი გახლდათ. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებისაგან თავისი შეხედულებებით, ხატვის სტილითა და რაც მთავარია გარეგნობით. მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, რომელიც გარშემომყოფებს დღემდე აფხიზლებს ისევე როგორც ზამთრის შემდეგ გაზაფხული,  გადაბმული წარბები და თხელი ულვაშები, რომლებსაც განგებ არ იშორებდა,

Continue Reading...

Total Pageviews

10574
Powered by Blogger.

Friday, December 28, 2012

ედიტ პიაფი

  უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან წერო ისეთ ადამიანზე როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ, მართლაც ძალიან რთულია. მისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე ფარდებს მიღმა რჩება, თუმცა შევეცდები მის შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მოგითხროთ. ედიტ პიაფი იგივე ედიტ ჯოვანა გასიონი 1915 წელს დაიბადა ულამაზეს ქალაქ პარიზში. მას  საკმაოდ რთული ბავშვობა და ზოგადად ცხოვრება ჰქონდა.მიუხედავად იმისა, რომ ედიტი ბრმა დაიბადა და მთელი 6 წელიწადი უსინათლოდ გაატარა, ცხოვრებამ მას მაინც უდიდესი საჩუქარი უბოძა და უნიკალური ხმითა და ნიჭით დააჯილდოვა. მის სიმღერებს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის სულს ჩაწვდეს. აბსოლუტურად ვეთანხმები პარიზელ ხალხს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ედიტს შეეძლო ემღერა ტექსტი ტელეფონების წიგნიდან, მაგრამ ეს მთელი გრძნობით გაეკეთებინა. ისე, რომ სიმღერა შესანიშნავი გამოსულიყო. 
    ედიტი თავიდან თავს ქუჩის მუსიკოსობით ირჩენდა სანამ ერთ-ერთი მისი გამოსვლისას უცნობი ადამიანი სახელად ლუი ლეპლე არ მიუახლოვდა და მკაცრად მიუგო, რომ სულელი იყო და თუკი ასე გააგრძელებდა ხმას დაკარგავდა, რაც მთელი კაცობრიობის წინაშე დანაშაული იქნებოდა.  ლუი ლეპლე იმ პერიოდში ცნობილი კაბარეს "ჟერნისის" მეპატრონე გახლდათ და  ედიტს შესათავაზა მასთან ემღერა. მანვე უმრავი გამოსადეგი რამ ასწავლა გამოუცდელ მომღერალს. ამ ადამიანმა ედიტის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია, რადგან სწორედ მისი და შემდგომ რეიმონ ასოს წყალობით შეძლო ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსმა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო. წარმატებასთან ერტად ლეპლემ, ედიტი მეტსახელით "პიაფითაც" დააჯილდოვა, რაც ფრანგულად ბეღურას ნიშნავს.
    ედიტისათვის სიმღერა ყველაფერი გახლდათ. ამბობდა, რომ სიმღერა მისთვის გაქცევა იყო. როცა მღეროდა თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებდა, რომელიც მისთვის სხვა განზომილება იყო. ალბათ ჩვეულებრივი ადამიანისათვის რთული წარმოსადგენია თუ რა უნდა ენატრა ისეთ პოპულარულ ქალს როგორიც ედიტ პიაფი გახლდათ. დიახ მას არ აკლდა არც ფული, არც საყვარლები, არც გართობა და არც პოპულარობა, თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ყოველთვის სევდიანად ასრულებდა თავის რეპერტუარს, რომელშიც უამრავი სევდა და გულის ტკვილი იგრძნობა. გარკვეულ წილად ის ხშირად თავის ძველ ცხოვრებას მინატროდა და წერდა "მე ვიყავი მშიერი, მე მციოდა, მე ქუჩაში ვცხოვრობდი, მაგრამ ამასთან მე ვიყავი თავისუფალი. თავისუფალი ვალდებულებებისგან, დილით ადრე გაღვიძებისგან. შემეძლო მთელი ღამე არ დამეძინა, შემეძლო დავმთვრალიყავი თუ მომინდებოდა ან მეოცნება.... ან იმედი მქონოდა." ეს ყველაფერი კი გასაკვირი არ არის, რომ  ცხოვრებისეული ტრაგედიებით იყო გამოწვეული.

Saturday, December 22, 2012

Irving Penn


ირვინგ პენი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი და ნაყოფიერი ფოტოგრაფია, რომელიც 1917 წელს დაიბადა ნიუ-ჯერსიში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული სტილი - ელეგანტური და მინიმალისტური.

Thursday, October 18, 2012

დღე მეორე

 
 თუ ჩემი პოსტი წაიკითხეთ მაშინ გეცოდინებათ თუ რამხელა იმედგაცრუება მომიტანა ჩემმა პირველმა დღემ უნივერსტეტში. ამ პოსტში მინდა მეორე დღეზე ვილაპარაკო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წუწუნს აღარ ვაპირებ. რატომ? თავიდან დავიწყებ. როგორც ალბათ გახსოვთ გადავწყვიტე ოპტიმიზმით შევნიღბულიყავი. ასეც მოვიქეცი და იცით გაამართლა.
    მეორე დღეს ზლაზვნით გავიღვიძე, ნაკლები ენთუზიაზმით გავემზადე და უნივერსტეტში წავედი. მისვლა ნახევარი საათით ადრე მომიწია. ასე რომ, უნივერსტეტის ლამაზი ეზოსაკენ გავეშურე და ჩემი "რჩეული" გოგონები და რამოდენიმე უნივერსტეტელი მეგობარი ვნახე. როგორც კი კარის ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე და ეზოში გავედი, ღიმილით ბაგეები ამითამაშდა. იქ მყოფი მოსწავლეები შევათვალიერე და არც ისე უკმაყოფილო დავრჩი. თქვენ წარმოიდგინეთ და რამოდენიმე  ჩემი სანატრელი "ფრიკი" ადამიანიც შევნიშნე. ხასიათზე მაშინვე მოვედი, კურსელ/უნივერსტეტელ მეგობრებს წავეჭორავე, რამდენიმე ახალი ადამიანიც გავიცანი, ერთი ღერი გავაბოლე და ლექციაზე გავიქეცი. თითქოს ორ ცეცხლს შუა ვიყავი – არც ეზოს დატოვება მინდოდა და ლექციაც ძალიან მაინტერესებდა, რადგან წესით ფილოსოფია უნდა მქონოდა, ამას გარდა პირველივე ლექციის გაცდენა არც ისე კარგი ტონი იქნებოდა. მოკლედ ისევ აუდიტორიაში ასვლა ვამჯობინე. სანამ უშუალოდ ლექცია დაიწყებოდა, გასასაუბრებლად რექტორი შემოვიდა, სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და უნივერსტეტის შესახებ გველაპარაკა. მთავარი კითხვები, რომლებსაც მოსწავლეები ვუსვამდით უცხო ენებს ეხებოდა.არ ვიცი თქვენ რამდენად ნორმალურად გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ ხელოვნებათმცოდნეს უნივერსტეტში არანაირ ენას არ ასწავლიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა. რექტორმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ვისწავლით მხოლოდ ინგლისურს და ისიც მესამე სემესტრიდან. არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ფრანგულს ვისწავლიდი, მაგრამ რას ვიზამთ, ისე კი ახლა ჭკუაში დამიჯდა ხომ არ ავიდე დეკანატში და ხომ არ მოვითხოვო?  სულ იმას გვიჩიჩინებენ, რაიმე პრეტენზია ან იდეა თუ გექნებათ გვაცნობეთო, მაგრამ ჯობია ცოტა მოვიცადო, როგორც დღეს გავიგე, მოსწავლეებისა და ლექტორების დაჟინებული მოთხოვნით ჩვენი რექტორი გადააყენეს.... 
        როდესაც ბატონი ნოშრევან ჩხაიძე (რექტორი) საუბარს მორჩა აუდიტორიაში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა, რომელსაც ფილოსოფიის ლექცია უნდა წაეკითხა და სხვათაშორის ეს ძალიან კარგადაც გამოუვიდა. სტუდენტების ნაწილი დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა, მაგრამ მე პირადად დიდი ინტერესით ვუსმენდი. ერთი სიტყვით წინა დღის არ იყოს ლექტორებით და ლექციებით ამ დღესაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი რასაც ისიც დაემატა, რომ როდესაც ლექცია მორჩა და ეზოში ჩავედი პირველად ვიგრძენი, რომ ვსწავლობდი "თეატრალურ უნივერსტეტში" და არა ზოოპარკში. არსად ჩანდნენ ის მოუვლელი, უგემოვნოდ ჩაცმული  და ამ ადგილისათვის აფსოლუტურად შეუფერებელი ადამიანები, რომლებმაც პირველ დღეს კინაღამ დეპრესიაში ჩამაგდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობდი და  იმ სიმღერების ფონზე  ეზოში, "ბარდიულზე" ჩამომჯდარი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ ასრულებდნენ, გემრიელად ვაბოლებდი სიგარეტს.
    ლექციების დასასრულს კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრი საერთო ინტერესიც აღმოგვაჩნდა. უნივერსტეტიდან მაკდონალდსში ჩავისეირნეთ, გზაშიც უამრავი ვისაუბრეთ, მივირთვით, მერე კი ჩვენ–ჩვენ სახლებში გავეშურეთ. 
  •    დღე პირველი – იმედეგაცრუება.
  •    დღე მეორე – კმაყოფილება.
  •    დღე მესამე – ????  
მეორე დღით უნივერსტეტში ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სახლშიც ხალისიანი მივედი და მთელი დღე ენერგიულად გავატარე. ვიმედოვნებ, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და საერთოდაც მთელი ეს 4 წელი სულ უფროდაუფრო უკეთესი იქნება. 

Tuesday, October 16, 2012

პირველი დღე თეატრალურ უნივერსტეტში

       წელს, როგორც ყველა აბიტურიენტმა მეც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. საკმაოდ კარგი შედეგიც ვაჩვენე და სასურველ უნივერსტეტსა და ფაკულტეტზეც მოვხვდი 50 %–იანი დაფინანსებით. კერძოდ, სწავლის უფლება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მოვიპოვე. მას შემდეგ რაც შედეგები გავიგე მოუთმენლად ველოდი სწავლის დაწყებას. ჩემი წარმოდგენით მომდევნო 4 წელიწადს ისეთ უნივერსტეტში გავატარებდი სადაც საინტერესო ხალხი ისწავლიდა, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდებოდა და მეც იმ გარემოში ვისწავლიდი, რომელშიც თავს ალბათ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, რაც წაადგებოდა, როგორც ჩემს აკადემიურ მოსწრებას ასევე შთაგონებასა და მორალურ ზრდას. ამ იმედს ე.წ. "საორიენტაციო შეხვედრიდან" წამოსულიც ისე ვებღაუჭებოდი, როგორც ხავსს. დიდი ხნის ლოდინის და  გადავადებული თარიღების შემდეგ  მოვიდა დღეც, როდესაც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ხავსს ჩაბღაუჭებული ჩემი ბედი. პირველი ლექცია 10 საათზე უნდა მქონდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცოდი, რადგან უნივერსტეტის ინფორმაციული ადმინისტრაცია არც ისე სწრაფად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას მოვლენამდე რამოდენიმე საათით ან წუთით ადრე აქვეყნებს ხოლმე ოფიციალურ საიტზე, უარეს შემთხვევაში კი ამას ისიც ერთვის, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცხრილები დიდად არ განსხვავდება ჩინური ენციკლოპედიისგან, მაგრამ თუ ადმინისტრაციას დავუჯერებთ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება, რადგან საიტზე გარკვეული ტექნიკური პრობლემები აქვთ და ამაზე მუშაობენ. მე კი ისღა დამრჩენია ვიმედოვნო, რომ ამ შემთხვევაშიც არ გასკდება ჩემი იმედები საპნის ბუშტებივით. მოკლედ ეს ყველაფერი იქით იყოს და ლექციაც დაიწყო. სხვათაშორის საკმაოდ ხალისიანად, რადგან შუა ხნის პედაგოგ ქალბატონს აუდიტორია შეეშალა და სულ სხვა სიის ამოკითხვა დაიწყო რის მიხედვითაც კლასი ცარიელი უნდა ყოფილიყო. ამასობაში აუდიტორიაში სასიამოვნო გარეგნობის, ახალგაზრდა პედაგოგმა, ქალბატონმა ეკა კიკნაძემ შემოაბიჯა, რომელიც "მსოფლიო ხელოვნების ისტორიას" გვასწავლის. ქალბატონი ეკას ლექცია საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ამას გარდა ძალიან მომეწონა მისი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც ინდივიდუალობასა და ხელოვნების აღქმას შეეხებოდა. მისი თქმით ხელოვნების ნიმუშის შესაფასებლად არ არსებობს კრიტერიუმი და მხოლოდ ცალკეული ინდივიდის გემოვნებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამათუიმ ხელოვნების ნიმუშის ხარისხზე. მოკლედ, მთელი ლექციის დაწერა, რომ არ მომიხდეს გეტყვით, რომ დღეს ყველაზე დიდი (დადებითი) შთაბეჭდილება ჩემზე ამ ლექციამ დატოვა.
    პირველი შესვენების დროს ორ ახლადგაცნობილ გოგონასთან ერთად უნივერსტეტის ეზოში ჩავედი, რომ სიგარეტი მომეწია და თან ხალხი შემეთვალიერებინა. რაც უფრომ მეტად მივიწევდი ხალხმრავლობისკენ მით მეტად ვგრძნობდი იმედგაცრუებას, მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და არც ამ შემთხვევაში შევცვლილვარ. ხალხიდან დროებით ჩემი ყურადღება უნივერსტეტის ეზომ მიიპყრო. მართალია სივრცე არც ისე დიდი იყო, მაგრამ გრაფიტითა და უამრავი ფრაზით მოხატული კედლები, საყვარელი ჭრელი ხის მაგიდები და სკამები, მარჯვენა ბოლოში კი დიდი სცენა მშვენიერ სანახაობას ქმნიდა და ამ ყველაფრის შემხედვარე ჩემში ოპტიმიზმი უფრო გაძლიერდა მანამ სანამ ერთ–ერთმა ჩემმა კურსელმა არ გაგვახსენა, რომ ლექცია იწყებოდა. შემდეგი ლექცია "მსოფლიო კინოს ისტორია" არანაკლებ საინტერესო იყო პირველზე. პედაგოგი, ზვიად დოლიძე, ხალისიანი  კაცი გახლდათ და ლექციასაც საინტერესოდ გვიკითხავდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ნაწილისათვის არც მე და სავარაუდოდ არც ჩემს კურსელებს თითქმის არ მოგვისმენია, რადგან ყველანი საშინლად დაღლილები ვიყავით. არ ვიცი სხვები რამ დაღალა სწავლის პირველმა დღემ თუ უბრალოდ ბედნიერებისაგან გადაიღალნენ, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის მიზეზი 6 საათი ჯდომა და სასოწარკვეთა იყო. ვუყურებდი ლექტორს, რეალურად კი საპნის ბუშტებში მოთავსებულ "ფრიკ" ადამიანებს ვხედავდი, რომლებიც თანმიმდევრულად სკდებოდნენ და ქრებოდნენ. ცალსახად აღმოვჩნდი თითქმის იმავე გარემოში, რომლისაგან თავის დაღწევასაც მთელი 12 წელი ვლამობდი და აი ისევ "ზი სეიმ შით".
   ლექციები დამთავრდა. ჩემს "რჩეულ" ორ გოგონას დავემშვიდობე და მეც ისეთ ადგილას გავეშურე სადაც ნამდვილად ვიცოდი, რომ ის დამხვდებოდა რისგან გაქცევაც არასოდეს მომინდება, სადაც არ აწყობენ "ხინკალ ფართებს", სადაც იციან, რომ არსებობს პინცეტი და ეპილატორი. სადაც ადამიანები არ დადიან შარვლებით, რომლებიც მუხლამდე აქვთ ჩამოწეული და არც პარლამენტის წინ იღებენ ფოტოებს. რაც უფრო მეტად ვუღრმავდები მით მეტად ვგრძნობ, რომ დეპრესიის პირისპირ ვდგავარ ასე, რომ ჯობია ისევ ოპტიმიზმით შევინიღბო.

Tuesday, July 31, 2012

ნიკოლასკას ბლოგი "სამოთხის ვაშლებში"




დაახლოებით ორი კვირის წინ, დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ვესტუმრე და სიახლეები შევამოწმე. ცოტა ხნის შემდეგ მესიჯების „აიკონი“ წითლად აციმციმდა, რომელიც ახალი შეტყობინების მოსვლას მანიშნებდა. სანამ გავხსნიდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რაიმე განსაკუთრებული დამხვდებოდა. წერილი გოგა ჩართოლიანისგან იყო, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთ-ერთი გადაცემის, - "სამოთხის ვაშლების" პროდიუსერად გამეცნო. მითხრა, რომ ჩემი ბლოგი ნახა, გაეცნო პოსტს ედიტ პიაფის შესახებ და 16 ნოემბერს დაგეგმილ გადაცემაში მიმიწვია, რომლის თემაც, სწორედ ეს მომღერალი იყო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

 სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან აქამდე ტელევიზიასთან არანაირი შეხება არ მქონია. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც  გადაცემა უნდა ყოფილიყო. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას, ჩემ კურსელს, რომელიც  "პირველ არხში" მუშაობს, რადგან გამომყვა ჩაწერაზე და ბოლომდე ჩემთან ერთად იყო; რომ არა ის, ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდებოდი.

შესასვლელთან დამხდვა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელმაც საგრიმიოროში წამიყვანა. იქ კი, გოგა ჩართოლიანი და "სამოთხის ვაშლების" წამყვანები - ნინო ზაუტაშვილი, სალომე დადუნაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ნინო კურატაშვილი გავიცანი. ყველა ძალიან თბილად შემხვდა და ალბათ სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის დამსახურებითაც ნელ-ნელა  ჩემი შიში და დაძაბულობა სადღაც გაქრა.

მალე სტუდიაში შევედით, სადაც ჯერ დილის გადაცემა მიმდინარეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ წამყავანები თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და გადაცემაც დაიწყო. მე მეორე ბლოკში უნდა შევსულიყავი, რომელიც იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე მეგონა. რეკლამაზე გავიდნენ და მეც დამიძახეს, თან გამამხნევეს: - „არ ინერვიულოო“. მიუხედავად სასიამოვნო გარემოსი, მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ მხოლოდ თავიდან, მერე კი, როგორც ზევით აღვნიშნე შიში და დაძაბულობდა გამიქრა. პირველი კითხვის შემდეგ იმდენად გავიხსენი, რომ თავი საკუთარ სახლში მეგონა, რაც პირველ რიგში ამ ოთხი არაჩვეულებრივი ქალბატონის დამსახურებაა და რის გამოც, მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ვფიქრობ, გადაცემა ძალიან საინტერესო გამოვიდა, პირადად მე, კმაყოფილი ვარ.  თქვენც შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ.











Thursday, June 21, 2012

Elsa Schiaparelli

Elsa Schiaparelli, კოკო შანელის შემდეგ პარიზის მოდის წამყვანი დიზაინერი იყო 1920-1930 წლებში.
 ის რომში დაიბადა 1890 წლის 10 სექტემბერს, იტალიურ-ეგვიპტურ ოჯახში იზრდებოდა და ნათელი, ფერადი ბავშვობა ჰქონდა. ელსა ხშირად აოცებდა საკუთარ მშობლებს თავისი განსხვავებული ხედვითა და  სამყაროს განსაკუთრებული აღქმით. მეამბოხე გოგონამ თვითნებურად მიატოვა კათოლიკური სკოლა. მას უყვარდა ლექსების წერა რაც მის მშობლებს არ მოსწონდათ. თავისუფლების მოყვარულმა ელსამ ვეღარ გაუძლო მშობლებთან უთანხმოებას და სახლიდან გაიქცა.


Wednesday, June 20, 2012

ACHRAF AMIRI

   ACHRAF AMIRI ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და საინტერესო ხელოვანია, რომელიც 1988 წელს დაიბადა ბრიუსელში. განათლება წმ. ლუკას უნივერსტეტში მიიღო. ის თვითგამოხატვას უამრავი გზით ცდილობს, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი ილუსტრაციებია. მას შესანიშნავად შეუძლია თითოეულ ილუსტრაციაში მთელი გრძნობა და ემოცია ჩააქსოვოს და რაც ყველაზე მთავარია ის მნახველამდე მიიტანოს. ძალიან მომწონს მისი სარკაზმული და გაზვიადებული თვალით დანახული მოდის სამყარო და თავისებური სტილი. ამბობს, რომ მისი ინსპირაცია მოდის ინდუსტრია და ის სამყაროა, რომელიც მის გარშემო არსებობს, მაგრამ ამ ყველაფერს ყოველთვის თავისი ინტერპრეტაციით გადმოსცემს. იგი თავს "ადამსების ოჯახის დაკარგულ ბავშვს" უწოდებს. როდესაც მისი ნამუშევრები პირველად ვნახე მათ იმხელა შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე, რომ ვცადე მისი ნახატის (ავტოპორტრეტის) ანალოგი შემექმნა. მართალია თავიდან ვაპირებდი ზუსტი ანალოგი დამეხატა, თუმცა ხატვის პროცესში გადავიფიქრე და სახის ნაკვთებში ჩემეული შესწორებები შევიტანე, უფროსწორედ ვცადე სხვა ადამიანისათვის დამემსგავსბინა. საბოლოო ჯამში ნახატი ვფიქრობ, მშვენიერი გამოვიდა. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე შეაფასოთ. 
  
  ACHRAF AMIRI is one of my favorite, gifted and interesting artists. He was born in Brussels 1988. Achraf graduated  Sint-Lukas  in Brussels. He's trying to express himself with different ways but one of the most memorable things is his illustrations. Young Artist is able to express all the  emotions and fillings in each of them brilliantly. I like his sarcastic and overstated point of view of Fashion World. He says his is inspired by Fashion Industry and everything around him but he always creates with his own interpretation. He calls himself "the hidden son of Adams Family." When I saw his illustrations for the first time I was so impressed that tried to make a copy of Achraf's self-portrait. At first I was going to make an exact copy but while drawing on the paper I decided to change face a little bit. I tried to make it look like another person. At the conclusion I think I managed it quite good. You can estimate it on your own.


  
        ჩემეული ვერსია, Here's my version of his self-portrait

Original - Achraf Amiri





ჯონ გალიანო John Galliano 





დაიან პერნე Diane Pernet





Tuesday, June 5, 2012

BeNext Contest Day 1

1 ივნისს ქობულეთში, Georgian Palace Hotel-ში უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ რათა თვალი გვედევნევნებინა მოდის კონკურსისათვის "ბინექსთ" ანუ გახდი შემდეგი, რომელიც საქართველოში მეორედ ჩატარდა. წინასთან შედარებით წლევანდელი ბინექსთის კონკურსი ბევრად უფრო ორგანიზებული იყო და შესაბამისად დონეც უფრო მაღალი გახლდათ. ამას გარდა უფრო მასშტაბურიც რადგან მასზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვეწვია უამრავი ცნობილი მოდის კრიტკოსი, დიზაინერი თუ ჟურნალისტ/ბლოგერი რომელთა შორის იყვნენ დაინა პერე, ქეთრინ ბაბა, კაროლე დე ბონა და სხვები. 
Many people was gethered in Georgian Palace Hotel, Kobuleti to attend Fashion contest BeNext on First of June which was the second time to take place in Georgia. This year BeNext was much more organized and of course the level was higher than the last years one. Also it was much more inetrenational because many foreigner famous guests were attending this event inculidng Diane Pernet, Catherine Baba, Zuleika ponsen, Carole De bona and so on.
დაიან პერე Diane Pernet


ქეთრინ ბაბა და ჩემი მეგობარი ლუკიანო კინწო
Catherine Baba and my friend Lukiano Kintso
Zuleika Ponsen
                       
Georgian Palace Hotel-მა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ჩემ მეგობრებზე. პირობები საკეთესო იყო, მომსახურე პერსონალიც ძალიან თბილი და პროფესიონალები გახლდნენ 
Georgian Palace Hotel left impression of high quality and well equiped hotel with great and welcoming staff who were all professionals.
 სამწუხაროა, რომ პირველ დღეს, საინტერესო თითქმის არაფერი მომხდარა და მხოლოდ გემრიელი კერძები დავაგემოვნეთ ზოგმა კი ამინდის გაფუჭებამდე აუზში გაგრილება და მზის აბაზანების მიღება ამჯობინა. იმავე საღამოს სასტუმროს მე-6 სართულზე გაიმართა ივენთი, თუმცა არ დავსწრებივარ, რადგან როგორც მეგობრებმა მითხრეს ძალიან ცოტა ხალხი  და არც თუ ისე საინტერესო გარემო იყო, ალბათ ეს სიტუაცია ნამგზავრი ხალხის დაღლილობით იყო გამოწვეული.
It's a pity that nothing interesting had happened on first day. Some of us just tried delicious and  various dishes and some prefered to swim in a pool or sunbathe until it started raining. On the same day party was held on the sixth floor of hotel but I didn't attend it because as my friend told it wasn't so interesting or enjoyable because of lack of people. In my opinion the reason was  tiredness of people who travled a lot to get there.

Monday, June 4, 2012

BeNext Contest Day 2


      2 ივნისი "ბინექსთის" მეორე და უმთავრესი დღე, რომელსაც ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. დღე, როდესაც ქართველი, დამწყები დიზაინერების ჩვენებები და გამარჯვებული უნდა გვეხილა. საღამოს 7 საათზე ყველანი ერთ დარბაზთან შევიკრიბეთ მალევე  ადგილები დავიკავეთ და შოუც დაიწყო, რომელიც თიკო სადუნიშვილს მიყავდა. პირველი ანა მოვსესიანის ჩვენება იყო. მან საკმაოდ საინტერესო და ლამაზი კოლექცია  წარმოგვიდგინა. 
    2  of June was the second and the main day of BeNext contest which we were waiting for so long. It was the day when we finally could see the show of begginer diesigners and know the decision of Judges. At 7 o'clock we were all gethered at the entrance of the show place. soon we took our places and the show was begun. The first participant was Anna Movsesiani. her collection was very interesting, ellegant and beautiful.







 ამის შემდეგ გვაჩვენეს მონაწილეების პრომოები, რომლებმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მოდელები თავიანთ როლს პროფესიონალურად ასრულებდნენ და ყველანაირ ემოციასა  თუ გრძნობას ზედმიწევნით გამოხატავდნენ, თუმცა ეს ალბათ არამხოლოდ მოდელების არამედ ფოტოგრაფის დამსახურებაცაა. სამწუხაროდ ყველას გადაღება ვერ მოვახერხე ამიტომაც მხოლოდ ერთს გთავაზობთ.

After that, Promo Videos of participants were shown and I liked them a lot because models were wonderful and they were expresing exact emotions and fillings but of course not only models but the photographer had done a great service for those videos. Unfortunately I Couldn't manage to take photos to all of them but here's  one of them.




    პრომოების დასრულების შემდეგ კი ჯერი კონკურსის სხვა მონაწილეებზე მიდგა და მათაც თავიანთი კოლექციები წარმოგვიდგინეს.
პირველი ადგილი ნიკოლას გრეგორიანს ერგო, რომელიც ინგლისში გაემგზავრება სტაჟირებაზე მას პრიზი დაიანე პერნემ გადასცა.


   After finishing the promo videos It was time toparticipants to show their collections.
The First place took Nicholas Gregoriani who will be sent in England. The prize was given to him By famous blogger Diane Pernet.



ამის შემდეგ დადგა დრო შემდეგი პრიზის წარდგენის. ეს იყო ერთთვიანი სწავლების კურსი აკადემია "იტალიანაში", რომელიც ლაშა დევდარიანს ხვდა წილად.
The second prize studying course for one month in Italian Academy  was for Lasha Devdariani.




შემდეგი გამარჯვებულები ლიკა ქებურია და თამუნა არეშიძე აღმოჩნდნენ. თამარის კოლექციაში დასამახსოვრებელი იყო ხის, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები და კაბები. ერთადერთი რაც მის ნამუშევრებში არ მომეწონა ეს მოციმციმე ნათურები იყო. ის და ლიკა ქებურია გაემგზავრებიან "რუსკი სილუეტში" ამას გარდა თამუნა არეშიძეს ერგო ერთ თვიანი კურსი მარანგონში.
Next winners were lika Keburia and tamuna Areshidze. Wooden High-heels and dresses were very memorable from Tamuna's collection. Only thing I didn't like were the shining lamps. Tamuna and lika will be on "Russian silhouette". also Tamuna areshidze will Take a course in Marangon for one month.



გიორგი ქებურია
კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელსაც პრიზად Carnet De Mode Paris-ის პრომოუშენი და ტანსაცმლის გაყიდვა ხვდა წილად გახლდათ გიორგი ქებურია. ძალიან საინტერესო იყო შოუ, რომელიც მან შემოგვთავაზა. მისი ჩვენების თემა იყო "ჩიტის ბუდე". თავიდან მოდელები თითქოს წრის ფორმაზე დაფრინავდნენ შემდეგ კი გზას განაგრძობდნენ. რაც შეეხება მის კოლექციას უნდა ვაღიარო, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გიორგისგან უფრო მეტს ველოდი. ეს არ იყო მაქსიმუმი რაც მას შეეძლო.

One more participant who won the promoution In  Carnet De Mode Paris was Giorgi Keburia. The performance was interesting. The plot of his show was "Bird Nest" and the models on the catwalk at first  were like flying in a circle. But about collection I expected more from Giorgi because I know his abilitys. This wasn't the maximum that he could have done.



           



კონკურსიც დასრულდა და დადგა ჯერი საზოგადოების წინაშე შარშანდელი "ბინექსთის" გამარჯვებული ლიკა ყუბანეიშვილი წარმდგარიყო . მის შოუს წინ უძღვოდა ვიდეო, რომელიც საბჭოთა კავშირს ეხებოდა და მასში ასახული იყო თუ როგორ მოახდინა კოკაკოლამ "რევოლუცია" სსსრ-ში .  


მაისურებიც კოკაკოლის პრინტებით იყო გაფორმებული. მართალია შოუ ( ძირითადად ვიდეოს წყალობით) კარგი გამოვიდა და არც კოლექცია იყო ცუდი, თუმცა ძალიან საინტერესოა თუ რატომ აირჩია ახალგაზრდა დიზაინერმა Georgian Palace Hotel-ში ასეთი რეკლამა გაეწია კოკაკოლასთვის. 

The contest was over and now It was the time to let us see the performance of last year BeNext winner Lika Kubaneishvili. her show Begun with video about how did Coca-Cola started revolution in Sovient Union. The performance was quite good  shirts were designed by coca-cola prints but it is very interesting why did the young designer diceded to advertize Coca-Cola In Georgia Palace Hotel.







კონკურსის ბოლოს სტუმრებმა ზღვის სანაპიროზე გადავინაცვლეთ და დათუნა სულიკაშვილის შოუზე დასასწრებად მოვემზადეთ. ალბათ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა იქ მყოფი ხალხის უტაქტობა. ჯერ იყო და  სპეციალური სტუმრებისათვის გამზადებული მაგიდები რიგითმა მაყურებლებმა დაიკავეს და არც კი მიაქციეს ყურადღება ზედ დიდი ასოებით დაწერილ აბრას RESERVED/ანუ დაკავებულია. იქიდან გამომდაინარე, რომ ამ ადგილებზე ერთ სკამზე 5 ადამიანი ჩამოჯდა დანარჩენები კი გვერძე მიუდგნენ ფაქტიურად შეუძლებელი იყო შოუსთვის თვალყური გედევნებინა, ამას დაემატა ისიც, რომ პროჟექტორები არასწორედ იყო დამონტაჟებული და პოდიუმის დანახვა მხოლოდ ერთი, შუა წერტილიდან იყო შესაძლებელი, თუმცა ცდა იმ ადგილას მიგეღწია თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მალე სტუმრებს თეთრი გასაბერი პარაშუტები დაურიგეს. ხალხმაც უარი არ თქვა "უფასო" გასართობზე და ჰაერში  ცეცხლოვანი პარაშუტები გაუშვეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩამოღვენთილი სანთლები ძალიან მტკივნეულად უბრუნდებოდა მათ სხეულებს და გაუმართავმა პარაშუტებმა კინაღამ ტექნიკა და მთლიანი სცენა შეიწირა. სანახაობა მართლაც ლამაზი იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა იმდენად მიიქცია მაყურებელთა  ყურადღება, რომ ჩვენებისაკენ აღარავინ იხედებოდა. კამერებიც კი მხოლოდ გულის ფორმის პარაშეუტებს იღებდნენ. იმედი მაქვს სულიკაშვილის ჩვენების სურათები მალე დაიდება, რომ იქ მყოფმა სტუმრებმა აქ მაინც ვნახოთ თუ რა შემოგვთავაზა დიზაინერმა. 

at the end of the contest we moved at the seaside to see Datuna Sulikashvili's performance. I think It could have been great unless  tactlessness of some part of society. At first they took the places which were reserved for special guests. at least 5 person sat on one chair and the others were standing next to them so practically it was unable to watch the performance. Also lightning was so terrible that the only place you could see the catwalk was the central part but trying to reach there was practically useless. Unfortunately This wasn't enough. Then our attention was payed with the flying ballons which almost burned everything around us. Finally no one was watching at the show. I hope photos of Datuna Sulikashvili's show will be available soon too see what his collection and perfomance was look like.

Thursday, May 10, 2012

ბარაკ ობამა და გულაღტკინებული ჰომოფობები!

    რამოდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის მომხრეა ერთსქესიანი წყვილების ქორწინების. ეს მისი მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც შესაძლოა მომავალში მსოფლიო ისტორია შეცვალოს. მისი ამ განცხადების დეტალურად სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე.
   ამასთან დაკავშირებით პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემას უკვე უამრავი გამოხმაურება და პოსტი მოჰყვა უინტერესო და "ბანალური" გამოვიდოდა, თუმცა ეს ერთმა პატარა შემთხვევამ გადამაფიქრებინა, როდესაც სოციალურ ქსელ - ფეისბუქში საინტერესო პოლემიკას წავაწყდი, რომლის კითხვისას მიხეილ სააკაშვილის ცნობილი გამონათქვამი "ჩარეცხილები" გამახსენდა. გთავაზობთ სქრინშოთებსაც. მათ გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

Pussy Riot Punk Prayer


 
  რამდენიმე დღის წინ ნანახმა ვიდეომ ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე ამის შესახებ პოსტი დამწერა. "Pussy Riot" 2011 წელს ჩამოყალიბდა, როგორც როკ ჯგუფი. მათი მიზანი კი თავიდანვე რუსეთში არსებული რელობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა იყო. ისნი ხშირად აწყობდნენ საპროტესტო პერფორმანსებს. ძირითადი თემები კი რუსეთში ქალთა თავისუფლების დაკნინება, პრეზიდენტი პუტინი, მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა და ლგბტ უფლებების დარღვევა გახლდათ.
Several days ago I saw a video and decided to write post about it. "Pussy Riot" is an anonymous Russian Feminist Punk band formed in october, 2011. Their goal from at the beginning was to protest the reality which exists in Russia and they were often making performances to express it. Main themes of  protest were fall into decay women rights, president Putin, influence of Orthodox Church and LGBT rights.

Monday, April 30, 2012

ლანა დელ რეი / Lana Del Rey




 ინტერნეტ სივრცეში კვლავაც არის ლიზი გრანტის ნაკვალევი შემორჩენილი. ვიდეო 2009 წლით თარიღდება და მასში უბრალოდ ჩაცმული, ქერა გოგონა, ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლუბის სცენაზე მღერის. მას ძლიერი ხმა აქვს, თუმცა ძალიან მორცხვი, გამოუცდელი და დაბნეული ჩანს.

Saturday, April 28, 2012

ოშო

  ოშო,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი და თავისი პერიოდის "სულიერი მამა იყო", რომელმაც უზადო სიბრძნითა და მჭერმეტყველბით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი და უდიდესი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის, მეტაფიზიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. მას ხშირად იხსენიებდნენ, როგორც "ადამიანი-სკანდალი". ოშო ანუ ჩანდრა მონახ რაჯნიში, პროფესიით ფილოსოფიის პროფესორი იყო, ბევრს მოგზაურობდა ინდოეთის ტერიტორიებზე და ათეიზმსა და მაჰათმა განდის შესახებ კითხულობდა ლექციებს. ის საოცარი კაცი გახლდათ მისი სწავლებები მხოლოდ სიტყვები კი არ იყო, არამედ ის თავად წარმოადგენდა თავისი მოწაფეებისათვის მაგალითს, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ცხოვრების, რომლის 

Friday, April 27, 2012

ფრიდა კალო

ფრიდა კალო მექსიკელი სიურეალისტი მხატვარი გახლდათ. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებისაგან თავისი შეხედულებებით, ხატვის სტილითა და რაც მთავარია გარეგნობით. მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, რომელიც გარშემომყოფებს დღემდე აფხიზლებს ისევე როგორც ზამთრის შემდეგ გაზაფხული,  გადაბმული წარბები და თხელი ულვაშები, რომლებსაც განგებ არ იშორებდა, აი ის ფაქტორები რაც, მას საოცრაოდ სასურველს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდიდა.  მასში თითქოს ორი ადამიანი, ორი უკიდურესობა ცოცხლობდა რადგან იყო ძლიერიც და ამავე დროს სუსტიც, ამბიციურიც და თავმდაბალიც, უშნო და ამავე დროს უდიდესი შარმის მატარებელი ქალი. ამ ყველაფერთან ერთად კი უდიდესი ხელოვანი და ექსცენტრიული პიროვნება.მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ავტოპორტრეტები, რომელთა ხატვაც მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ის გადმოცემდა უზადო ემოციებს და სულის ყმუილს. მის ნახატებში იგრძნობა მისი ტკივილი, სიხარული და განცდები.